Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი“ – მარიამ ქვრივიშვილი

October 27, 2026
საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის პოზიციების გასაძლიერებლად, სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება- მარიამ ქვრივიშვილი

„ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის ფინანსური სამიტის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რიგით მეორე, საერთაშორისო ფინანსური სამიტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად გახსნა.

„უკვე მეორე წელია, საქართველო მასპინძლობს თბილისის ფინანსურ სამიტს, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ცენტრალური ბანკების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა – რეგიონული ეკონომიკური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების ურთიერთკავშირის საფუძველზე – განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა, იყოს რეგიონული ეკონომიკური კავშირების გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ქვეყანა.

„ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდა, სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა მიმდინარე, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, ისე ახალი საერთაშორისო აეროპორტის – ვაზიანის პროექტზე.

„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, თუმცა მხოლოდ გეოგრაფია წარმატებას ვერ უზრუნველყოფს. თანამედროვე ეკონომიკური დერეფნის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ის, თუ რამდენად სწრაფად გადაადგილდება ტვირთი ერთი ქვეყნიდან მეორეში, არამედ ისიც, თუ რამდენად სწრაფად და უსაფრთხოდ მოძრაობს კაპიტალი, ხორციელდება გადახდები და ვითარდება სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები მეზობლებსა და რეგიონის ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ წარმომადგენლობითი ფორუმია, რომელშიც 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მონაწილეობს – როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესსექტორიდან. სამიტზე წელს განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ხელოვნური ინტელექტი, ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოება და სხვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კირცხალია და გიორგი შარაშიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
  • წყალი 14 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • ვუჩიჩმა და ორბანმა აღიარეს დამარცხება, რადგან ისინი არიან პოლიტიკოსები, „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ დამარცხებას არ ვაღიარებთ, ოპოზიციას გავანადგურებთ, ავკრძალავთო – თენგო თევზაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge