იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია ციხეების შეფის პოსტზე ყოფილი სპეცრაზმელის დანიშვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პირადად მისი რეკომენდაცია იყო, რომ რამაზ თათარაშვილი პენიტენციურის ხელმძღვანელად დანიშნულიყო.
სალიას თქმით, მას აღნიშნულზე ასევე საუბარი ჰქონდა შს მინისტრ სულხან თამაზაშვილთანაც, რომელ უწყებაშიც რამაზ თათარაშვილი მუშაობდა.
ციხეების ახალი უფროსის შერჩევა მოგვიწია საკმაოდ მოკლე დროში, თუმცა მე ვიცნობ პირადად ამ ადამიანს, ვიციმისი პროფესიონალიზმის შესახებ და მივიღე გადაწყვეტილება დამენიშნა. ჩემი რეკომენდაცია იყო იყო, თუმცა შს მინისტრთანაც მქონდა საუაბრი, სადაც აქამდე მუშაობდა”.- ამბობს პაატა სალია.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.
დღეს დილით გავრცელდა ცნობა, რომ იუსტიციის მინისტრს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.
ვინ არის რამაზ თათარაშვილი?
თათარაშვილი ივნისიდან დღემდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე იყო. მანამდე კი ის იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
2 წლის წინ, აქციების დროს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მაშინდელ ხელმძღვანელს და ყოფილ სპეცრაზმელს აქტივისტები დევნაში ადანაშულებდნენ.
აქციების დროს გადაღებულ კადრებში ჩანდა, როგორ აკავებს თათარაშვილი მომიტინგეებს.
