Monday, October 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გვაკრიტიკებთ?!” – მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა

October 26, 2026
“გვაკრიტიკებთ?!” – მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.

განცხადება ნადარაიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ პროცესის შედეგებთან დაკავშირებით ილუზიები არ აქვთ.

ოპოზციური პარტიის წევრმა შესავალ სიტყვაში ახსენა მანანა კობახიძის თვითაცილების შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა.

ბიბილაშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ მათ კობახიძის წარსული პოლიტიკური საქმიანობის გათვალისწინებით მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი ვერ დაინახა.

არ გაგვაჩნია არანაირი ილუზია ამ პროცესის შედეგებთან დაკავშირებით. ის, რომ არანაირი მოლოდინი არ უნდა გაგვაჩნდეს, თავისდაუნებურად დაადასტურა როგორც მანანა კობახიძის თვითაცილებამ, რომელიც თქვენ არ დააკმაყოფილეთ, ასევე მისმა შემდგომმა გადადგომამ.

“ვიმეორებ, მანანა კობახიძემ თავად განაცხადა, რომ მოსამართლე არა მხოლოდ უნდა იყოს მიუკერძოებელი, არამედ უნდა აღიქმებოდეს საზოგადოების მიერ როგორც მიუკერძოებელი, რაც არის საბაზისო სტანდარტი ამ პროფესიაში. და საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი წარსული პოლიტიკური მოღვაწეობა, მისი განცხადებები, მისი თანამდებობები, როგორც მოსარჩელე პარტიის თავმჯდომარისა, როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატისა და ერთ-ერთი უახლოესი და სანდო პირისა, იმის საფუძველსაც კი არ იძლეოდა, რომ ვისმეს საზოგადოებაში ეჭვი შეეტანა მის მიუკერძოებლობაში. მე არ ვიძახი, რომ ის იყო მიუკერძოებელი, მაგრამ თქვენ განაცხადეთ, რომ ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობდა”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილის განცხადების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ, მოსამართლე თქვა, რომ ბიბილაშვილის ნათქვამი სასამართლოს მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანად შეიძლებოდა აღქმულიყო.

“სარჩელს პასუხობთ თუ ჩვენ გვაკრიტიკებთ, აცილებას გვიყენებთ თუ რა გინდათ?”, – თქვა მოსამართლემ.

“ახლა გარკვეულწილად ირიბად სასამართლოს თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ, როდესაც ჩვენს მიუკერძოებლობაში ეჭვი შეგაქვთ”- დასძინა ნადარაიამ.

ამის შემდეგ, ბიბილაშვილმა ისაუბრა კონკრეტულ ადამიანზე, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, კონკრეტული თანამდებობა არ უკავია, თუმცა ნიშნავს პრემიერ-მინისტრებს.

ენმ-ს წევრმა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ახსენა და თქვა, რომ ეს შეფასებულია, როგორც სახელმწიფოს მიტაცება. ამ შემთხვევაშიც მას ნადარაიამ სიტყვა შეაწყვეტინა და თქვა, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
  • „თავის ტვინს შეიძლება წამიერი „გათიშვები“ დაეწყოს – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
  • „ჯიუტი იყო… ვერაფერს გადაათქმევინებდი, მე და შოთი შავ გოგიას ვეძახდით“ – აჩი არველაძე გიორგი ნემსაძეს იხსენებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge