Monday, October 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხალხის ნებას ვერანაირი რეპრესია, ჩაგვრა თუ პარტიების აკრძალვა წინ ვერ აღუდგება – გრიგოლ გეგელია

October 26, 2026
ხალხის ნებას ვერანაირი რეპრესია, ჩაგვრა თუ პარტიების აკრძალვა წინ ვერ აღუდგება – გრიგოლ გეგელია

“ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია სერბეთში ვუჩიჩის დამარცხებას გამოეხმაურა და სერბ ერს გამარჯვება მიულოცა.

გეგელიას განცხადებით, ბოლო დროს რუსეთი სხვადახვა ქვეყნებში დამარცხდა “უნგრეთში, მოლდოვაში, რუმინეთში, სომხეთში და ახლა უკვე სერბეთშიც”. მისივე თქმით, ასე დამარცხდება რუსული რეჟიმი საქართველოშიც.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ვუჩიჩი გაერთიანებულმა ერმა დაამარცხა და სერბეთის გამარჯვება არის ერისა და დემოკრატიის გამარჯვება ავტოკრატიის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, სერბეთი არის მაგალითი იმისა, რომ ხალხის ნებას ვერ აღუდგება ვერანაირი რეპრესია, ჩაგვრა თუ პარტიების აკრძალვა.

“მსურს სრულიად სერბ ერს მივულოცო ბრწყინვალე გამარჯვება ვუჩიჩის ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ. დღეიდან მსოფლიოში ერთით ნაკლები “ქოცი” იკავებს მმართველობის სადავეებს. ბოლო დროს რუსეთი დამარცხდა; უნგრეთში, მოლდოვაში, რუმინეთში, სომხეთში და ახლა უკვე სერბეთშიც, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ყველაზე ტრადიციული და მჭიდრო მოკავშირე იყო მთელ რეგიონში. სწორედ ასევე დამარცხდება რუსეთი საქართველოშიც. სერბეთის დემოკრატიული გამარჯვება ნიშნავს; სერბეთის ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებას, კორუფციის დაძლევას და კანონის უზენაესობის დამყარებას. ყველაფერ იმას, რასაც რუსეთი და მისი სატელიტი რეჟიმები ასე ძალიან ემტერებიან. ეს მხოლოდ სერბეთის გამარჯვება არ არის, ეს არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც სჯერა, რომ სახელმწიფო ეკუთვნის ხალხს და არა ერთ ადამიანს, ერთ პარტიას ან ძალაუფლების შენარჩუნებაზე ორიენტირებულ კორუმპირებულ სისტემას. უნგრეთის შემდეგ, სერბული გამარჯვებაც ადასტურებს, რომ პოლიტიკურ ბრძოლას ყოველთვის აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ნებისმიერი რეჟიმის წინააღმდეგ. სრული უთანასწორობის, ერთ პარტიაზე მორგებული სახელმწიფო აპარატის, წინასწარ გაყალბებული სისტემის, კოლოსალური ადმინისტრაციული რესურსის, პრივატიზებული კონსტიტუციის, კორუფციულად მიტაცებული ათობით მილიარდის და სრული მედია მონოპოლიის მიუხედავად, ჯერ უნგრელმა, შემდეგ კი სერბმა ხალხმა დაამტკიცა და აჩვენა, რომ თავისუფლების სურვილს, მოქალაქეობრივ სიმამაცესა და სამართლიანობისთვის ბრძოლას შეუძლია შეცვალოს ქვეყნის პოლიტიკური მომავალი.

ვუჩიჩი დაამარცხა არა გაერთიანებულმა ოპოზიციამ, არამედ გაერთიანებულმა ერმა. სტუდენტებმა, პროფესორებმა, ხელოვანებმა, სპორტსმენებმა, ექიმებმა, პროფკავშირებმა, კულტურის დარგის და საზოგადოების სახეებმა. სერბეთის გამარჯვება არის ერისა და დემოკრატიის გამარჯვება ავტოკრატიის წინააღმდეგ და მაგალითი იმისა, რომ ხალხის ნებას ვერ აღუდგება ვერანაირი რეპრესია, ჩაგვრა თუ პარტიების აკრძალვა. სერბეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფართო საზოგადოებრივი ნება არის გადამწყვეტი პოლიტიკური გამარჯვებისთვის. “ლელო-ძლიერი საქართველო” ყოველთვის მიესალმებოდა ფართო საზოგადოებრივ ერთობას რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და სერბეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლის სწორი ეფექტური და წარმატებული მოდელი. სერბეთის გამარჯვება იმედია ჩვენთვისაც, საქართველოში ჩვენ გვჯერა, რომ სწორი ბრძოლის შედეგად დაგდება დღე, როდესაც გაიმარჯვებს ქართველი ხალხის თავისუფალი ნება და ჩვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს დაუბრუნდება. გაუმარჯოს თავისუფალ სერბეთს! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! გაუმარჯოს ხალხის გამარჯვებას რეჟიმის წინააღმდეგ!” – განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, თქვა, არჩევნებში “სტუდენტურმა სიამ” გაიმარჯვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აქტივისტი რუსა მჭედლიძე, რომელიც მანდატურებს ძალადობაში ადანაშაულებდა, 3 ათასი ლარით დააჯარიმეს
  • “ქართული ოცნების” მდგომარეობა გაუარესდა, ავტორიტარიზმის ყულფმა მოჭერა დაიწყო” – თინა ხიდაშელი
  • „ქართული ოცნება“ ცდილობს, არაღიარების პრობლემა დამალოს”- ეკა გიგაური

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge