დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა 25 ოქტომბერს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
“500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს წესიერად და ამის ფონზე, თავს იმართლებენ იმით, რომ თითქოს, ხალხის მასა აუცილებელი არ იყო. არადა, მთელი ამ საორგანიზაციო პროცესის პერიოდში ჩვენ აბსოლუტურად საპირისპიროს ვხედავდით, რომ ბევრი უნდა ყოფილიყვნენ და ქართული ოცნებისთვის ძალა დაენახებინათ […]
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი რასაც თესავენ, რა პოლიტიკასაც ატარებენ, აბსოლუტურად იმის ამონაგები და შედეგია ის, რაც ვნახეთ.”- ნათქვამია განცხადებაში
