ერთი წელი გიგა ავალიანის მკვლელობიდან – თბილისში მოკლული მასწავლების ოჯახისთვის დღეს უმძიმესი დღეა. დილიდან გიგას საფლავზე შვილ-მკვდარი დედა, ნათესავები და ის მოსწავლეები არიან შეკრებილები, რომლებსაც გიგა ავალიანი ასწავლიდა.
გიგა ერთ-ერთი საყვარელი მასწავლებელი იყო. მარტო მატემატიკას კი არ მასწავლიდა, თვითონ ფიქრს და ყველაფერს მასწავლიდა. უბრალოდ ჩვეულებრივი კონტაქტიც რომ გქონდა, ძალიან წყნარი იყო, ყოველთვსი თავის ისტორიებს ყვებოდა, გვაცინებდა ხოლმე”, – ამბობს მოსწავლე.
მკვლელობიდან ერთი წლის თავზე, გიგა ავალიანის დედა კვლავ ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
მწარედ დამცინა ბედმა – ესენი იბრძვიან სასამართლო პროცესზე, როგორ არ უტრიალებს ის თავხედი ლეკიშვილი (ნია იმნაძის ადვოკატი) კითხვებს, რას არ ეკითხება ხალხო ბავშვებს. დახურული პროცესია და გარეთ ვერ გამომაქვს ყველაფერი, არ შეიძლება. სასამართლოს პატივი უნდა ვცე და ყველაფერი გარეთ ვერ გამომაქვს. ხომ სწორი ვარ ბავშვებო, რას აღარ გეკითხებათ. დედის რძეს ვარწყევინებ, მაგრამ სიმართლე ერთადერთია, სიმართლე სწორხაზოვანია”, – ამბობს ეკა კუპატაძე.
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
