ფოთელი ჟურნალისტი და სოციალური საწარმო „ლიმენის“ დამფუძნებელი ელისო ჯანაშია აცხადებს, რომ 2024 წლის 23 დეკემბერს მასზე თავდასხმის საქმე „მის წინააღმდეგ შეაბრუნეს“.
საქმე ეხება ფოთში მომხდარ ამბავს – ჯანაშია ამბობს, რომ 2024 წლის 23 დეკემბერს მას „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნინელი კულონავა თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. წლები გამოძიება უშედეგოდ გრძელდება. ახლა კი როგორც თავად ჟურნალისტი წერს, საქმე ორ ნაწილად გაიყო. ერთი მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას ეხება, მეორე კი სავარაუდო თავდასხმას, რომლის ჩადენასაც მას ედავებიან. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ თავდაცვის ფაქტს მის წინააღმდეგ იყენებენ.
“რამდენიმე დღეა, გამომძიებელი მირეკავს და დასაკითხად მისვლას მთხოვს. ეს დღეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში ვარ”, – ამბობბ ელისო ჯანაშია.
ვისაც ლიმენაში ჩემზე თავდასხმის საქმე გახსოვთ და გაინტერესებთ, დაისაჯა თუ არა თავდამსხმელი: არა და ახლა აქეთ მიპირებენ საქმის შემოტრიალებას, თითქოს მე დავსხმივარ თავს!
რამდენიმე დღეა, გამომძიებელი მირეკავს და დასაკითხად მისვლას მთხოვს. ეს დღეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში ვარ.
როგორც გავარკვიე, საქმე ორად გაიყო: ერთში, თითქოს ჩემზე თავდასხმას იძიებენ, მეორეში – თითქოს იქეთ დავესხი თავს. ანუ ჩემს მიერ თავდაცვა ახლა ჩემ წინააღმდეგ შემოაბრუნეს.
ისე კი ვხუმრობდი, აქეთ არ მომედავებოდნენ და არაფერი მინდა- მეთქი! ამ აბსურდის ქვეყანაში, გასაკვირი რაა?!
თავდასხმა 2024 წლის 23 დეკემბერს მოხდა. მალე ორი წელი გავა. და რა მივიღეთ? მიწევს იმის ახსნა, თავს რატომ ვიცავდი.
ამ ამბავს კიდევ ერთი დეტალი აქვს: თავდასხმიდან რამდენიმე თვეში, ფოთის მერადწოდებულმა ბექა ვაჭარაძემ ეს ქალი თავის საარჩევნო კამპანიაში ჩართო და ფოტოც გამოდო.
ჩემზე თავდამსხმელი ფოთის მერმა როცა საარჩევნო კამპანიაში გვერდით დაიყენა, ჩემთვის ეს მკაფიო გზავნილი იყო და კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, ვისგან შეიძლებოდა წამოსულიყო დაკვეთა. გამოძიებას ამაზე კითხვები აქვს? არ აქვს. მე მაქვს!
და კიდევ მეტი: ახლა, როცა ფოთელი ქოცების ქონებისა და შესაძლო კორუფციული კავშირების შესწავლა დავიწყე და გავაქტიურდი, გამომძიებელი მე მირეკავს. ამ ამბების კავშირი ადვილი საპოვნელია, თუ ვაჭარაძის და ჩემზე თავდამსხმელის გაბადრულ ფოტოს გავიხსენებთ.
ალბათ, მეც უნდა ამკრძალონ. ვერცერთ პარტიას ვერ მიმაკუთვნეს.და რაღაცას წვალობენ.
ხახუბია, ვაჭარაძე & co. -კითხვები თქვენთან მაქვს შესაძლო კორუფციულ ფაქტებთან და ინტერესთა კონფლიქტებთან დაკავშირებით და პასუხად საქმე შემომიტრიალეთ?
ანდა მე ციხით ან ჯარიმით შემაშინებთ?! არ მიცნობთ!”, – აცხადებს ელისო ჯანაშია.
“ტვ პირველები” დაუკავშირდა ნინელი ქულავანავასაც, რომელსაც ელისო ჯანაშია თავდასხმაში ადანაშაულებს. “ოცნების” აქტივისტი ამბობს, რომ ჟურნალისტისთვის მას არ უჩივლია.
სად ვუჩივლე მე, ვინ თქვა ეს? არა მე არაფერი მითქვამს, მე არც დედა მიგინებია მაგისთვის და არც მამა და რატომ უნდა ვუჩივლო? თვითონ გამომეკიდა და თავდაინ პირველად დამარტყა ხელი. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს მასთან. რა შუაშია “ოცნების” წევრი ვარ, მე ჩემი აზრი მაქვს და რატომ უნდა გითხრა ეს დედააფეთქებბული, როცა შენ შენი აზრი გაქვს და მე ჩემი”, – ეუბნება “პირველებს” ნინელი ქულავანავა.
2024 წლის 23 დეკემბერს ფოთელმა ჟურნალისტმა და სოციალური საწარმო „ლიმენის“ დამფუძნებელმა ელისო ჯანაშიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნინელი კულონავა თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ჯანაშიამ „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ კულონავამ თმა ააგლიჯა და სკალპი დაუზიანა. ჟურნალისტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ჯანაშიას მონათხრობის თანახმად, კულონავა ოფისში მიზანმიმართულად მივიდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ სოციალური საწარმო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იყო დაფუძნებული.
