Saturday, October 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მოგეხსენებათ პატივცემულო მოსამართლეებო, რომ ბატონი გიორგი გახარია ამჟამად არის ძებნილი, იგი არის ბრალდებული პირი, მის მიმართ მიმდინარეობს ორი სისხლის სამართლის საქმე“ – არჩილ გორდულაძე

October 23, 2026
ბსოლუტურად სწორად თქვა ჯაფარიძემ, რომ არ არსებობს 5 პარტიის ერთ პროცესში გაუქმების და მსჯელობის მაგალითი, მაგრამ არც ის არსებობს, 5-მა პარტიამ ერთად, მჭიდროდ დაკავშირებულებმა, ფეხქვეშ გათელონ კონსტიტუციის 23-ე მუხლი- არჩილ გორდულაძე

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განიხილვა დღეს დასრულდა. მოსამსართლეთა კოლეგიამ დღეს არ დააკმაყოფილა ოზიციის რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის “გახარია საქართველოსთვის” მოთხოვნა, სასამართლო განხილვის ერთი თვით გადადებისა და მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების შესახებ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ გიორგი გახარია ამჟამად ბრალდებული და ძებნილია ორ დახურულ სისხლის სამართლის საქმეზე, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოში მასალების განხილვა სამართლებრივად შეუძლებელია. დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია სისხლის სამართლის პროცესის საკონსტიტუციო სასამართლოში გადმოტანა, რაც დაუშვებელია.

“მტკიცებულებების დართვის თაობაზე ბატონმა ბერდიამ ისაუბრა და ამით მათ შორის ჩვენი მტკიცებულებები და ჩვენი სარჩელი დაადასტურა ნაწილობრივ. აი, მაგალითად, პირველ ნაწილში ეხებოდა მათ კოალიციას და ქარტიასთან მიერთებას.

ისაუბრა, რომ მე წარმოვადგენ იმ მტკიცებულებებს, ასეთი იყო მისი შინაარსი, რომ მე უარვყოფ, რომ ასეთი ქარტია არსებობდა და ამ ქარტიას შეერთებულები ვიყავითო. მაგრამ მტკიცებულებებზე, როგორც გავიგეთ მის მიერ ნათქვამი ტექსტიდან, საუბარია, რომ ისინი კი მიუერთდნენ, მაგრამ რაღაც ნაწილში არ მიუერთდნენ, რაღაც ნაწილთან დაკავშირებით თავიანთი განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.

ამ მტკიცებულების დართვას ვემხრობით. კი, ბატონო, იმიტომ, რომ პირიქით, ჩვენს მტკიცებას ამართლებს და კიდევ უფრო მეტად ამყარებს.

რაც შეეხება სხვა შუამდგომლობებს, რომელიც ეხებოდა, მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეებს მიმდინარე პროცესები არის, მოეხსენებათ საზოგადოებას, მოგეხსენებათ თქვენ პატივცემულო მოსამართლებო, რომ ბატონი გიორგი გახარია ამჟამად არის ძებნილი, იგი არის ბრალდებული პირი, მის მიმართ მიმდინარეობს ორი სისხლის სამართლის საქმე.

ერთი არის 333-ე მუხლი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რამდენადაც მახსოვს, ეს არის ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით და მეორე ეპიზოდი – ეს არის 20 ივნისის საქმე, ის 20 ივნისის საქმე, რომელზეც გამოძიების ვალდებულება სახელმწიფოს დაეკისრა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

ეს საქმეები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის დახურული, განსაკუთრებით ჩორჩანას საქმეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, იმიტომ, რომ განსაკუთრებულ საკითხებს შეიცავს და აქ მხარეს უნდა, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, იქნება მტკიცებულების დართვით თუ მოწმეთა გამოკითხვაზე დაბარების მოთხოვნით, გადმოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

რაც უბრალოდ, არა თუ სამართლებრივი ნონსენსია, შეუძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განხილვის უფლებამოსილება არ აქვს. იმპიჩმენტთან დაკავშირებით აქვს, ის სხვა პროცედურაა და ის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ არის, შეიძლება კიდევ გახდეს საფუძველი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის დაწყებისა.

ამ შემთხვევაში, არსებობს უკვე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც არის დახურულ რეჟიმში მიმდინარე, მათ შორის აქ დასახელდნენ პირები, რომლებსაც ჰქონდათ საიდუმლო საქმის წარმოებაზე, საიდუმლო მასალებზე წვდომა და ამ საქმის მასალების აქ განხილვა წარმოუდგენელია, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე.

დართვის შემთხვევაშიც კი, თუ შუამდგომლობა დაერთვება საქმეს, რა თქმა უნდა, მაშინ მისი გამოკვლევაც უნდა მოხდეს და აქ, როდესაც დავიწყებთ სისხლის სამართლის მასალების გამოკვლევას, კონკრეტულ ბრალდებულ პირთან დაკავშირებით, მაშინ გამოდის, რომ სისხლის სამართლის პროცესი უნდა გადმოვიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში.

ამის მიზანიც აქვს ზუსტად მხარეს, რეალურად ძალიან კარგად რაც გაიგეს თუ რა არის მათ წინაშე დაყენებული, რა დარღვევებს ვედავებით და დიახ, ვედავებით 23-ე მუხლის მოთხოვნა საქართველოს კონსტიტუციის მესამე პუნქტისას, შესაბამის კომპონენტებს და შუღლზე საუბრობენ, შუღლის გაღვივებას გვედავებით, თუ არაო – წეღან ხომ თქვეს, რომ როგორ ვთქვითო, რა ვქენითო, ვერ დავიმახსოვრე, რას ითხოვდაო თქვეს, “Ctrl +F” გამოვიყენეთო, ხო “Ctrl +F” გამოიყენონ და ნახონ სარჩელში სადმე შუღლის გაყალბებაზე საუბარი არის თუ არა 23-ე მუხლის კომპონენტებიდან არ არის.

მათ რეალურად ძალიან კარგად რაც გაიგეს ყველაფერი, რომ ვერ გაეგოთ მაშინ ამ ე.წ. საჯაროდ ცნობილი გავრცელებული ინფორმაციის დართვასაც არ მოითხოვდნენ, თან ესე პუნქტობრივად.

ჩვენი პოზიცია არის მარტივად ბატონო მოსამართლეებო, რომ რაც შეეხება იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც არის მტკიცებულებებს ან მოწმეთა დაბარების დავალდებულებას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებიდან გამომდინარეობს, ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით და არ ვიზიარებთ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ეს არის ერთი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში, საერთო სასამართლოებში, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოშია, ხოლო მეორე მხრივ მტკიცებულებები, რომლებიც ეხებოდა მაგალითად ის, რომ ვინ ვის რა მხარი დაუჭირა და რა წარდგინება მოხდა, ესეც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებია.

თუ მხარეს აქვს სურვილი, რომ რამენაირად სხვა დამატებითი არგუმენტაცია თქვას, რომ არა მას ეს ფაქტი უარყოს, აქ ფაქტის უარმყოფი არცერთი მტკიცებულება მისგან წარმოდგენილი არ არის, პირიქით ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არის, მაგალითად ისევ და ისევ ქარტიასთან მიერთება იქნება თუ წერილის გაგზავნა და წერილის გაგზავნა მაგალითად – ბორელისადმი, მაშინ ბორელი იყო ამ პოზიციაზე.

თუ ამის განცხადებების საუბარი უნდათ და რომ წარმოადგენს საჯარო სივრცეში არსებული ინფორმაცია, ამ ნაწილში პრობლემას ვერ ვხედავთ საერთოდ, რომ დართული იყოს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ ვიცით რა მოცულობაზეა აქ საუბარი და აქ თუ მტკიცებულება მოიცავს იმას, რომ გიორგი გახარიას იქნება ბატონი ბერდიას სიჭინავას თუ ანა ბუჩუკურის ინტერვიუები უნდა გავხსნათ ან თოქშოუებში “ტვ 1”-ლში და “ფორმულაში” მისულები იყვნენ და მთელი საათობით უნდა ვისმინოთ, რა კითხვაზე რას პასუხობდნენ, ეს წარმოუდგენელია.

ამისთვის, არც საკონსტიტუციო სასამართლო, ჩემი აზრით, არ უნდა მოცდეს, მაგრამ თუ აქ საუბარი არის მაგალითად რომელიმე სტატიაზე ან რომელიმე გაკეთებული განცხადების კონკრეტულ ლინკზე, აქ პრობლემას ვერ ვხედავთ.

რას შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბრალდებული გიორგი გახარია, რომელიც არის ახლა ძებნილი, რომელიც მართლმსაჯულებას გაურბის, იმიტომ, რომ საქართველოში არ იმყოფება და არის, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია გერმანიაში, მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ მოხდება, როგორც არ უნდა უნდოდეს მისსავე პარტიის წარმომადგენლებს.” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კენიაში მშენებარე მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა – ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ
  • ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა მიმართვას ავრცელებს
  • “მოსალოდნელია თოვლი”- მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge