Friday, October 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პარტიების აკრძალვა ბუმერანგი იქნება თავად დღევანდელი გამსამართლებლებისთვის – საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში

October 23, 2026
პარტიების აკრძალვა ბუმერანგი იქნება თავად დღევანდელი გამსამართლებლებისთვის – საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში

“წარმოუდგენელია დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საუბარი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლებისთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი წერს.

ჯავახიშვილის თქმით, წარმოუდგენელია, რომ მილიონობით ამომრჩევლის ნება, მისი პოლიტიკური არჩევანი და წარმომადგენლობის უფლება ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილებით გაუქმდეს.

“ეს მხოლოდ პოლიტიკური აბსურდი არ არის. ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფა და მომავლისთის საშიში მცდელობა, პოლიტიკური კონკურენცია ადმინისტრაციული თუ სამართლებრივი აკრძალვით ჩაანაცვლო” – წერს ჯავახიშვილი.

დიპლომატის თქმით, პარტიების აკრძალვა ბუმერანგი იქნება თავად დღევანდელი გამსამართლებლებისთვის.

“ჩემი ყველა დათქმისა და პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავების ვალდებულების მიუხედავად, არ შემიძლია გულგრილი დავრჩე ჩემს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ტრანსფორმაციისა და იმ ცვლილებების მიმართ, რომლებიც საქართველოს მომავალს განსაზღვრავს.
ხალხო, მეგობრებო, ადამიანებო, ვისაც გიხარიათ დღევანდელი პროცესი მეგობრულად მინდა გითხრათ, თუკი ვინმეს რამის გაგონების, განსხვავებული აზრის მოსმენის სურვილი შეგრჩათ. რაც არ უნდა გძულდეთ ესა თუ ის პარტია, ან პოლიტიკოსი, პარტიების აკრძალვით რომ დემოკრატიას ვერ დაიცავ, ვერც შენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას, ამაში ეჭვი გეპარებათ? საკუთარ ხელით ხომ არ ვანგრევთ ვანგრევთ ორივეს?
აქვე ვიტყვი, რომ პოლიტიკური პარტიების მეხოტბე არასდროს ვყოფილვარ. წარმოუდგენელია დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საუბარი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლებისთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. პარტიებისა, რომელთაგან ზოგმა თავის დროზე მნიშვნელოვანი და სამაგალითო რეფორმები გაატარა, რომელთა შედეგებიც მსოფლიომ აღიარა (ბევრი დღეს ხელისუფლებაში მყოფიც არ იწონებდა ამ რეფორმებით თავს?); პარტიისა, რომელმაც რა თქმა უნდა დაუშვა შეცდომებიც, მაგრამ პოლიტიკური ფასიც გადაიხადა და ხელისუფლების შესანარჩუნებლად ძალაუფლების უსასრულოდ გაგრძელებისთვის მსგავსი რამ არ უქნია.
როგორ შეიძლება აიკრძალოს პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მილიონობით მოქალაქის მხარდაჭერა აქვთ, რომელთა წარმომადგენლები არჩეულნი არიან როგორც ქვეყნის პარლამენტში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში? ამომრჩევლის ნება, მისი პოლიტიკური არჩევანი და წარმომადგენლობის უფლება შეიძლება ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილებით გაუქმდეს?
ეს მხოლოდ პოლიტიკური აბსურდი არ არის. ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფა და მომავლისთის საშიში მცდელობა, პოლიტიკური კონკურენცია ადმინისტრაციული თუ სამართლებრივი აკრძალვით ჩაანაცვლო.

პარტიის შეცდომები მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შეიძლება იწვევდეს, მაგრამ თავისთავად არავის აძლევს უფლებას, მილიონობით მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანი წაართვას. თუ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი, მას უნდა გაეცეს პასუხი დამოუკიდებელი სასამართლოს, მტკიცებულებებისა და კანონის უზენაესობის პირობებში და არა პოლიტიკური ანგარიშსწორების ლოგიკით.

როდესაც ხელისუფლება იმდენად დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში, რომ მოწინააღმდეგის არსებობასაც ვეღარ იტანს, ხოლო ძალაუფლება იმდენად იზრდება, რომ მას საკუთარი გადაწყვეტილებების კანონიერებაც აღარ ანაღვლებს, საქმე უკვე მხოლოდ რომელიმე პარტიის ბედს აღარ ეხება. საფრთხე ემუქრება თავად სახელმწიფოს დემოკრატიულ საფუძვლებს.
ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში, რომლის მოქალაქეებიც ათწლეულების განმავლობაში იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის და იმ უფლებისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ბედი თავად გადაეწყვიტათ.
კიდევ უნდა გავიმეორო, რომ საქართველო არავის პირადი საკუთრება არ არის. არც ხელისუფლებისა და არც რომელიმე პოლიტიკური ლიდერის.
ქვეყანა გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი პარტია, ერთი ხელისუფლება ან ერთი ადამიანის ამბიცია.
დემოკრატიაზე საბოლოოდ ავიღეთ ხელი? დემოკრატიასთან პირნათელი მთავრობა ისაა, როცა ძალაუფლებაში მყოფს შეუძლია, მაგრამ არ ცდილობს, მოწინააღმდეგე გაანადგუროს; როდესაც განსხვავებული აზრი საფრთხედ კი არა, საზოგადოების ბუნებრივ და აუცილებელ ნაწილად მიიჩნევა.

როგორც ადამიანს, რომელსაც თავისი ქვეყნის ბედი გულწრფელად სტკივა, ყველაზე მეტად ის მაშფოთებს, რომ პოლიტიკური გამარჯვების სურვილმა შეიძლება დაგვავიწყოს, რისთვის ვიბრძოდით ამდენი წლის განმავლობაში.
ღირსეულმა პოლიტიკოსებმა იციან, რომ მოწინააღმდეგის დამარცხება არჩევნებში პოლიტიკური გამარჯვებაა. მისი აკრძალვით გაქრობა კი დემოკრატიისა და საკუთარი სახელმწიფოს წინაშე პოლიტიკური კეთილსინდისიერების მარცხი.
და თუ დღეს ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ვეგუებით, რომ სამიზნე ჩვენთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალაა, ხვალ აკრძალვის ლოგიკა უკვე ყველას წინააღმდეგ იმუშავებს და ბუმერანგი იქნება თავად დღევანდელი გამსამართლებლებისთვის.

ქვეყნის სიყვარული იმასაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მაშინაც უთხრა სიმართლე, როდესაც ამის მოსმენა არ სურს და აღიზიანებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება არა ერთი პარტიის, არამედ საქართველოს დემოკრატიული მომავლის ბედს.
თორემ შთაბეჭდილება რჩება, რომ ამდენი ბრალდებების შემდეგ სამართლით ვერაფერს გახდი, ვერ დაუმტკიცე, რომ სტყუის, ხედავ სამართლით ვერ ერევი და ცდილობ ძალით ხნა აღმართი, მიმართო პრინციპს: მოკვდა, პარტია, მორჩა პრობლემა. არ იქნება ასე, არა, არაა!
ვოლტერმა თქვა თუ მისმა მეგობარმა ევლინ ბეატრის ჰოლმა მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია, რომ ქართულ რეალობაში ეს ფრაზა უადგილო სისულელედ ჩანს „მე არ ვეთანხმები შენს აზრს, მაგრამ მზად ვარ, მოვკვდე იმისთვის, რომ შენ მისი თავისუფლად გამოთქმის საშუალება გქონდეს“ -წერს გოჩა ჯავახიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ალბანეთის პრემიერი ახცადებს, რომ ანტისამთავრობო აქციების უკან „ანტიფას“ ქსელთან დაკავშირებული ჯგუფები დგანან – „ესკალაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა“
  • 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე – მზად ვარ გამოვცხადდე საკონსტიტუციო სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად – პაატა ბურჭულაძე
  • ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის ესპანეთში მდებარე ბინა, მცხეთაში არსებული აგარაკი, “ნახიდურის ჰესში” 15%-იანი წილი, საათები, ოქროს ზოდები და მონეტები – პროკურორი რომეო მიქაუტაძეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge