Saturday, October 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პენიტენციური პატიმარ გელა ისაშვილის ბრალდებებს პასუხობს

October 23, 2026
პენიტენციური პატიმარ გელა ისაშვილის ბრალდებებს პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გელა ისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.

„აღნიშნული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი ფაქტი დაწესებულებაში არ მომხდარა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ გელა ისაშვილი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში რამდენიმე წელია, იმყოფება და სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) იხდის, სისტემატურად არღვევს დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს და არ ემორჩილება დადგენილ წესებს, რის გამოც მის მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული დისციპლინური სახდელი.

აქვე განვმარტავთ, რომ 2023 წელს, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, გელა ისაშვილს აღმოაჩნდა აკრძალული ნივთი – კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი, ე.წ. ბრაგა, რის გამოც მას სასჯელი დაემატა. იმავე წლის ივნისში სასამართლო სხდომაზე მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდების მხარის პროკურორს, რის გამოც მას დამატებითი სასჯელი კვლავ დაეკისრა.

მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი არაერთი მსგავსი საქციელის გათვალისწინებით, 2025 წლის 8 აგვისტოს იგი მაღალი რისკის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. აღნიშნულ დაწესებულებაშიც გელა ისაშვილი განაგრძობდა სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევას, რის გამოც არაერთი დისციპლინური სახდელი აქვს დაკისრებული. უფრო მეტიც, 2026 წლის აგვისტოში მან სასეირნო სივრცეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ყველა შესაბამისი მასალა გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს საზოგადოებას, კრიტიკულად შეაფასოს მსგავსი დარღვევებითა და პროვოკაციული ქმედებებით გამორჩეული პირების მიერ გავრცელებული განცხადებები, არ აჰყვეს დაუდასტურებელ ბრალდებებს და დაეყრდნოს მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კენიაში მშენებარე მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა – ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ
  • ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა მიმართვას ავრცელებს
  • “მოსალოდნელია თოვლი”- მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge