Friday, October 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანების ეპიცენტრში თუ არ იქნებიან, შეუძლებელია, გაერთიანებამ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში რეალური შედეგი მოიტანოს – ირაკლი ფავლენიშვილი

October 23, 2026
სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანების ეპიცენტრში თუ არ იქნებიან, შეუძლებელია, გაერთიანებამ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში რეალური შედეგი მოიტანოს – ირაკლი ფავლენიშვილი

არაერთხელ გვითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანების ეპიცენტრში თუ არ იქნებიან, შეუძლებელია, ამ გაერთიანებამ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში რეალური შედეგი მოიტანოს. ეს გამომდინარეობს ლექტორალური პრაქტიკული გარემოებებიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, ამ მიმართულებით ახალი არაფერი თქმულა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პოსტშიც.

„საერთაშორისო პარტნიორები ალბათ ეცნობიან კვლევებს, იციან საქართველოში არსებული სოციოლოგიური და ზოგადი ელექტორალური განწყობები, შედეგები. სავარაუდოდ ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვეულებრივია, როდესაც ნებისმიერ პარტნიორთან ურთიერთობისას საკუთარ აზრს აფიქსირებენ, შენ კი – შენსას და არ მგონია, ეს ტრაგიკული ან გაუგებარი იყოს. ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით მოსაზრების გამოთქმა შეიძლება. თქვენი ლოგიკით, თუ რომელიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენელი საკუთარ აზრს გამოთქვამს, ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ ვიღაც სტრატეგიას გეგმავს?! „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სტრატეგია არავის არასდროს დაუგეგმავს. პარტია ხშირ შემთხვევაში ეროვნული ინტერესების გამტარებელი იყო და სხვადასხვა დროს საკმაოდ ბევრ ძალასთან ჰქონდა კონფრონტაცია. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც არასწორად ესმოდათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ეს ეხებოდა მათ შორის ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდს და მანამდეც, რუსეთის „დამშვიდებისა“ თუ „შემორიგების“ პოლიტიკას. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ ის სხვისი მითითებებით მოქმედებდა. პირიქით, მე თავად ვიყავი იმის სიმბოლო, რომ ჩვენ ყოველთვის ეროვნულ ინტერესებს ვიცავდით და სწორედ ამ ინტერესების გატარების გამო ხშირად გვქონდა დაპირისპირება ყველანაირ პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის პარტნიორ ქვეყნებთანაც კონკრეტულ საკითხებზე.

ზოგადად, პარტიაში ამ შეხვედრის შესახებ რაიმე ზოგადი ინფორმაცია რომ ყოფილიყო, გეტყოდით. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთლიანად პოლიტიკურ ძალას, როგორც ასეთს, არ ჰქონდა. შესაძლოა, ცალკეულ პოლიტიკურ პირებს, თეორიულად რომ დავუშვათ, სცოდნოდათ ამის შესახებ. ვინმემ თუ იცოდა, ამის შესახებ, უნდა თქვას. თუმცა, იმ ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, პარტიის ძირითადმა ბირთვმა და მისმა ნაწილმა ამ შეხვედრის შესახებ არ იცოდა“, — განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ლიტვაში IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) მიერ მოწყობილ კონფერენციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა უთხრეს, რომ მათი ერთადერთი შანსი ჩემთან გაერთიანებაა. ამაზე ამ ოპოზიციონერებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. მიშასთან არ გვინდა, ეს ჩვენს მომხრეებს არ სურთო და მიშა ერთიანობის ჩამშლელიაო“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ალბანეთის პრემიერი ახცადებს, რომ ანტისამთავრობო აქციების უკან „ანტიფას“ ქსელთან დაკავშირებული ჯგუფები დგანან – „ესკალაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა“
  • 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე – მზად ვარ გამოვცხადდე საკონსტიტუციო სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად – პაატა ბურჭულაძე
  • ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის ესპანეთში მდებარე ბინა, მცხეთაში არსებული აგარაკი, “ნახიდურის ჰესში” 15%-იანი წილი, საათები, ოქროს ზოდები და მონეტები – პროკურორი რომეო მიქაუტაძეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge