Friday, October 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იორგი ზურაბაშვილის დანიშვნა აჩენს კაპიტულაციის განცდას – იმ დროს, როდესაც, პრაქტიკულად, გაპარტახდა საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-თან, ვხედავთ, რომ კობახიძე ზრუნავს რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე- გრიგოლ გეგელია

October 23, 2026
„ქართული ოცნების“ რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ აღმოვჩენილიყავით რუსულ კორუმპირებულ წუმპეში, რომელშიც მხოლოდ „ქოცი“ ხარობს- გრიგოლ გეგელია

გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა აჩენს ერთადერთ განცდას, კაპიტულაციის განცდას – იმ დროს, როდესაც, პრაქტიკულად, გაპარტახდა საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-თან, ვხედავთ, რომ პრემიერი კობახიძე ზრუნავს რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე და ამიტომ, ბათუმშიც იმ კურსს ატარებს, რაც ახარებს რუსეთს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, როგორც ზურაბაშვილის დანიშვნა პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად, ისე, საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 5 პარტიის აკრძალვის მიზნით, არის რუსული დავალების შესრულება.

„სწორედ იმავე დღეს, როდესაც ზურაბაშვილი წარადგინა კობახიძემ, მეორე ხელით დაიწყო ეს ანტიკონსტიტუციური სარჩელი 5 პარტიის წინააღმდეგ, რომლებსაც მილიონი ქართველის ხმა აქვთ. ეს არის რუსული დავალების შესრულება ბათუმში და რუსული დავალების შესრულება თბილისში, სრულ სინქრონში. იმ დროს, როდესაც, პრაქტიკულად, გაპარტახდა საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-თან, ვხედავთ, რომ პრემიერი კობახიძე ზრუნავს რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე და ამიტომ, აქაც, ბათუმში იმ კურსს ატარებს, რაც ახარებს რუსეთს. ეს არ არის ჩემი პოლიტიკური შეფასება, ეს არის ფაქტი. გუშინ ეს ფაქტი დაადასტურეს რუსეთის მაღალჩინოსანმა, ზატულინმა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეაქო კობახიძის მიერ გატარებული პოლიტიკური კურსი, ისევე როგორც აქებს მას ზახაროვა“.- განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა კი ამ ფაქტს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

„სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის გადაწყვეტილება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა არსებობდეს და განვითარდეს. მათ, რა თქმა უნდა, ართულებს საქართველოს ოფიციალური პოზიცია, რომელიც არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არსებობაში ბრალს არა საკუთარ თავს, არა საკუთარ წარსულ შეცდომებს, არამედ რუსეთის ფედერაციას აკისრებს“, – აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ალბანეთის პრემიერი ახცადებს, რომ ანტისამთავრობო აქციების უკან „ანტიფას“ ქსელთან დაკავშირებული ჯგუფები დგანან – „ესკალაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა“
  • 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე – მზად ვარ გამოვცხადდე საკონსტიტუციო სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად – პაატა ბურჭულაძე
  • ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის ესპანეთში მდებარე ბინა, მცხეთაში არსებული აგარაკი, “ნახიდურის ჰესში” 15%-იანი წილი, საათები, ოქროს ზოდები და მონეტები – პროკურორი რომეო მიქაუტაძეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge