საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს სხდომა ისევ ოპოზიციის შუამდგომლობებით გაიხსნება – ამჯერად გახარიას პარტია მიმართავს მოსამართლეთა პლენუმს, თუმცა ორმა დღემ აჩვენა, რომ არცერთი ოპოზიცირუიო პარტიის არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილებულა.
ამას გარდა, პარტიებს დღემდე არ აქვთ პასუხი, რომელ პარტიას რას ედავებიან და რატომ ითხოვენ მის გაუქმებას.
“ლელო- ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის თქმით, ამ ორმა დღემ საკონსტიტუციო სასმართლოში ბევრი რამ აჩვენა.
“პირველ რიგში გამოაჩინა , რომ “ქართული ოცნების” და ივანიშვილის დაკვეთა საკონსტიტუციომ აუცილებლად უნდა მოიყვანოს აღსრულებაში” – ამბობს სიორიძე.
“დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი, თუმცა ორმა დღემ ბევრი რამ გამოჩინა . გამოაჩინა ის, რომ “ქართული ოცნების” დაკვეთა, ივანიშვილის დაკვეთა საკონსტიტუციომ აუცილებლად უნდა მოიყვანოს აღსრულებაში. “ქართულ ოცნებას” არ შეუძლია კონსტიტუციის შეცვლა და ახლა ცდილობს საკონსტუტუციო სასამართლოს დაარტყმევინოს ბეჭედი ორ მთავრ განზრახვაზე- პირველი ეს გახლავთ ოპოზიციის გაქრობა პოლიტიკური ველიდან. ასეთი რამ მსოფლისო არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა, ეს გულისხმობს მილიონი ქართველისთვის არჩევანის წართმევს. მეორე კი ეს გახლავთ დაფარული მიზანი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, რუსეთის არგაღიზიანებადობის პოლიტიკა – ამის კონსტიტუციურ ვალდებულებად ქცევა. რუსეთის მაამებლობა გახდება ახლა წესი, რომელსაც დაერტყმება საკონსტიტუციო სასამართლოს ბეჭედი. რაც რუსეთს მომავალში გააღიზიანებს ყველაფერი შეფასდეა საბოტაჟად, ღალატად, აი ასე გაფორმდება ამ ქვეყანაში დიქტატურა”, – ამბობს გიორგი სიორიძე.
პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში ორშაბათიდან ფორსირებულ რეჟიმში წავა. ერთი დღე ერთი სხდომა. ასე იქამდე გაგრძელდება ვიდრე მოსამართლეები სათათბიროდ არ გავლენ.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
