საქართველოს საპენსიო ფონდის მორიგი საინფორმაციო ვიდეო მოსახლეობისთვის დაგროვებითი საპენსიო სქემის ძირითადი პრინციპების მარტივი და გასაგები ფორმით განმარტებას ემსახურება.
ვიდეოს მთავარი გზავნილია, რომ საპენსიო დანაზოგი მხოლოდ დღევანდელი შემოსავლის ნაწილი არ არის, არამედ გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის ინსტრუმენტია.
მასალაში ხაზგასმულია როგორც დანაზოგის, შეგროვების, ასევე ზრდისა და სარგებლის დარიცხვის პროცესი. მონაწილეებს უზიარებს საკუთარი ანგარიშის მონიტორინგის შესაძლებლობას პირადი ელექტრონული გვერდის my.pensions.ge-ს საშუალებით.
