Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ფინანსური თაღლითური სქემების შესახებ აფრთხილებს

October 22, 2026
„ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგია“ – ექსპერტები ინფლაციის მიზეზებზე

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ფინანსური თაღლითური სქემების შესახებ აფრთხილებს.

როგორც ეროვნული ბანკის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ასევე, დაფიქსირდა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ლოგოს უკანონოდ გამოყენების შემთხვევები.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოქალაქეებს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტით, მათ შორის, სესხით სარგებლობასა და სხვა ფინანსურ ოპერაციებში დახმარებას სთავაზობენ. კერძოდ, მოქალაქეს ერთ-ერთი კომერციული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის სახელზე დამტკიცებული სესხით სარგებლობის მიზნით საჭირო იყო ხელშეკრულების გაფორმება. მომხმარებლის მხრიდან სასესხო განაცხადის არსებობის უარყოფის შემდეგ, მეტი დამაჯერებლობისთვის მას უკვე საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ, დაარწმუნეს სესხით სარგებლობის საჭიროებაში, რის შედეგადაც მათი ზეგავლენით მომხმარებელმა გაიარა ავტორიზაცია შესაბამის დისტანციურ არხში, ინტერნეტ ბანკში გაიაქტიურა სესხი, ხოლო თანხის ნაწილი გადარიცხა მესამე პირის ანგარიშზე. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მომხმარებელი სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

მსგავსი შემთხვევები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ე.წ. სოციალური ინჟინერიის გამოყენებით თაღლითები ცდილობენ თავად მოიპოვონ მომხმარებლის საბანკო ანგარიშებზე წვდომა ან უშუალოდ მომხმარებელს შეასრულებინონ გარკვეული ოპერაციები, რაც მათ ფინანსურ ზიანს იწვევს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, არ გასცემს სესხებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე და არ ხსნის ანაბრებს, ასევე, რაიმე ფორმით არ უწევს დახმარებას მომხმარებლებს კომერციულ ბანკში სხვადასხვა საფინანსო პროდუქტით სარგებლობის პროცესში. აღნიშნული სცდება ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებს.

ამდენად, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია, მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ბმულებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება. ამ და სხვა შემოთავაზების შემთხვევაში აუცილებელია გადაამოწმონ მიღებულ ინფორმაცია მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციასთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ საფინანსო პროდუქტით სარგებლობისა თუ ოპერაციების შესრულების გადაწყვეტილება. შესაძლო თაღლითობის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში კი მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პერიოდულად ავრცელებს გამაფრთხილებელ თუ საგანმანათლებლო ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის ხშირად გამოყენებულ სქემებთან დაკავშირებით. შესაბამისი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მიგვაჩნია, რომ ამ სარჩელის მიზანი არის ოპოზიციის გაქრობა ამ ქვეყნიდან, პარტიების აკრძალვა, მაგრამ ამავდროულად, მასში ჩადებულია სერიოზული ნაღმები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, საგარეო კურსისათვის” – ირაკლი სიორიძე
  • “საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დავინახეთ, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენლები არც სასამართლოს ცნობდნენ, არც პრეზიდენტის ინსტიტუტს, არც პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც საპარლამენტო კომისიის არსებობს “- რას ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი
  • ფეიქრიშვილების დედა მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge