Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დღეს არ იკრძალება 5 პოლიტიკური პარტია, დღეს იკრძალება თავისუფლად აზროვნების უფლება ამ ქვეყანაში – გრიგოლ გეგელია

October 22, 2026
ჯანმოსთვის ეს საგანგაშო ფაქტია, არცერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს დაცულად, როცა ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა- ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთში განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოში. პროცესის პირველი დღე თითქმის მთლიანად ოპოზიციის შუამდგომლობებს დაეთმო. მოსამართლეთა აცილება, სააკაშვილის გამოკითხვა და საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღება, პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მმართველი გუნდი “ნაციონალური მოძრაობის”, კოალიცია “ცვლილებისთვის”, “ლელოს”, “ფედერალისტებისა” და გახარია “საქართველოსთვის” აკრძალვას ითხოვს. მიზეზად მათი მხრიდან წლების განმავლობაში კონსტიტუციური წყობილებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, შუღლის გაღვივება, უცხოური ძალების დირექტივებით მოქმედება და ადამიანის უფლებების დარღვევა სახელდება.

პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ხელისუფლება “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ისეთი პოლიტიკური პარტიების აკრძალვასაც ცდილობს, რომლებიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ არსებობდნენ, მათ შორის “ლელო – ძლიერი საქართველოს”.

“დღეს უკვე “ლელოს” ექნება თავისი რიგი არსებით განხილვაში შესვლისა და, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან მაღალკვალიფიციური სამართლებრივი გუნდი წარადგენს საკუთარ ყველა შესაბამის არგუმენტს.

ერთი რამ, რაც მინდა ყველა ქართველმა იცოდეს, არის ის, რომ დღეს არ იკრძალება 5 პოლიტიკური პარტია, დღეს იკრძალება თავისუფლად აზროვნების უფლება ამ ქვეყანაში. კრძალავს “ნაციონალურ მოძრაობას” და, რაც კიდევ უარესია, უნდა, რომ აკრძალოს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შემდეგი მრავალი წლის განმავლობაში, კიდევ 10-ზე მეტი წლის განმავლობაში არ არსებობდა. მაგალითისთვის, “ლელო – ძლიერი საქართველო”, – აცხადებს პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.

“კოალიცია ცვლილებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, თენგიზ თევზაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უსაფუძვლოა.

“არცერთი პოლიტიკური პარტია არ უნდა აიკრძალოს, რა თქმა უნდა, ეს არის უსაფუძვლო და გუშინ ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებებთან ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, მაგრამ ჩვენი მიერ ფაქტობრივად შეთავაზებული ალტერნატივა, უნდა ვიცოდეთ რას გვედავებიან”, – აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ თევზაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გამჭვირვალობის“, „მანიფესტაციების შესახებ“ კანონს აკრიტიკებდნენ და ახლა ამ მიმართულებით უფრო მკაცრ კანონმდებლობას იღებენ, მათ შორის იტალიაში, საფრანგეთში – რატი იონათამიშვილი
  • საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ფინანსური თაღლითური სქემების შესახებ აფრთხილებს
  • დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს სახალხო დამცველი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge