Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ორმა მოსამართლემ დაადასტურა, რომ მათთვისაც ბუნდოვანია ვის ეხება კონკრეტული არგუმენტაცია და მტკიცებულებები – სასამართლოსთვისაც ბუნდოვანია, ვინ, რატომ უნდა აიკრძალოს”- თენგო თევზაძე

October 22, 2026
“ორმა მოსამართლემ დაადასტურა, რომ მათთვისაც ბუნდოვანია ვის ეხება კონკრეტული არგუმენტაცია და მტკიცებულებები – სასამართლოსთვისაც ბუნდოვანია, ვინ, რატომ უნდა აიკრძალოს”- თენგო თევზაძე

ორმა მოსამართლემ, როინიშვილმა და გოცირიძემ დაადასტურეს, რომ მათთვისაც ბუნდოვანია ვის ეხება კონკრეტული არგუმენტაცია და მტკიცებულებები. სასამართლოსთვისაც ბუნდოვანია, ვინ, რატომ უნდა აიკრძალოს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო მეგობრებს აუხსნან, რომ უსამართლობას არ შეეგუებიან და „თავისუფლებისმოყვარე და მებრძოლი ხალხი მიიყვანს საქმეს ბოლომდე“.

„მათ უნდათ, რომ ერთპარტიული დიქტატურა დაამყარონ ქვეყანაში. გუშინდელმა დღემ თვალნათლივ აჩვენა, რომ ჩვენი შუამდგომლობების გაზიარების შემთხვევაში სასამართლო პროცესს აზრი ეკარგებოდა. გუშინვე უთქვამს მოსამართლე როინიშვილს, რომ არ არიან ვალდებულები მოსარჩელის მტკიცებულებები გაიზიარონ და ამაზე უნდა იმსჯელონ. მეორე საკითხი არის ის, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ფაქტობრივად, ორმა მოსამართლემ, როინიშვილმა და გოცირიძემ, დაადასტურეს, რომ მათთვისაც ბუნდოვანია ვის ეხება კონკრეტული არგუმენტაცია და მტკიცებულებები. სასამართლოსთვისაც ბუნდოვანია ვინ, რატომ უნდა აიკრძალოს. ვნახოთ, დღეს თავისი ახსნა-განმარტების ნაწილში როგორ დაასაბუთებს „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძველს. მაგრამ ამისი დასაბუთების შესაძლებლობა არ არსებობს. ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ დაამყარებს ამ ქვეყანაში დიქტატურას. ამის მცდელობა შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე და მებრძოლი ხალხი მიიყვანს საქმეს ბოლომდე, დინასტიური ერთი ოჯახის მმართველობა ამ ქვეყანაში ვერ იქნება. ჩვენ ამ პროცესით გვინდა საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო მეგობრებს ავუხსნათ, რომ ჩვენ არ შევეგუებით, ჩვენ სიმართლეს ვიტყვით. გუშინდელი დღე იყო სიმართლის თქმის ერთი დღე. დღეს ვეცდებით, რომ იყოს მეორე დღე და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას სად არის ჭეშმარიტება და სად არის სიმართლე“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დღეს დავით ფეიქრიშვილმა „ვივამედში“ სახალხო დამცველის აპარატს ინფორმაცია მიაწოდა მის მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ – განმარტა, რომ 21 ოქტომბერს ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებასაც”- ომბუდსმენი
  • მიუღებელია, რომ „ევრონიუსმა“ ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების სამიტზე მიიწვია – ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა
  • აგენტურულ ოპოზიციას პოლიტიკურ არგუმენტებში ორიანი აქვს, სამართლებრივ არგუმენტებში – მინუს ორი – რატი იონათამიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge