პარტიების აკრძალვის საქმე – ოპოზიცია მტკიცებულებების ნუსხიდან თეა წულუკიანის კომისიის დასკვნის ამოღებას ითხოვს. ამის შესახებ შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე “ძლიერი საქართველო -ლელომ” და პარტია “ახალის” თავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ დააყენა.
ჩვენი შუამდგომლობა ეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალების მტკიცებულად დაუშვებლად ცნობას”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
