Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში მოუწია აეხსნა, რატომ ეკიდა კაბინეტში სააკაშვილის ფოტო

October 21, 2026
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარების შუამდგომლობით გამოდის

“ქართული ოცნების” წევრს, თენგიზ შარმანაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში მოუწია აეხსნა, რატომ ეკიდა კაბინეტში მიხეილ სააკაშვილის ფოტო – მას შემდეგ რაც, ანა წითლიძემ მესამე პრეზიდენტის მოწმედ მიყვანის შუამდგომლობა დააყენა და შარმანაშვილს წარსული შეახსენა, როცა ის წინა ხელისუფლების დროს სომხეთში ელჩის თანამდებობას იკავებდა, ივანიშვილის გუნდის წევრმა სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ სახელმწიფო მეთაურის ფოტოს ჩამოხსნას კაბინეტში საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგლამენტი უკრძალავდა.

აღსანიშნავია, რომ თენგიზ შარმანაშვილი, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით საქართველოს ელჩი გახდა სომხეთში, ხოლო იქამდე, 2010 წელს იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი.
მე მეკავა თანამდებობა იმ პერიოდში, როდესაც იგივე კანონმდებლობა რომელიც დღეს მოქმედებს ამ ნაწილში პოლიტიკურ მოღვაწეობას ყველანაირად უკრძალავდა. როდესაც ელჩი ვიყავი, სახელმწიფოს მეთაურის სურათი ეკიდა კაბინეტში საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგლამენტით და ეს რატომ ეკიდაო. 30-ზე მეტი ელჩი გვყავდა მაშინ მთელ ქვეყანაში და ჩემთან კი არა ყველგან ეკიდა. ასეთი კომპეტენციის ხალხზე გვაქვს საუბარი.

ნუ შემატოპინებთ ღრმად, მე უკვე დავაფიქსირე რომ თქვენს კომპეტენციაზე ღრმად ლაპარაკს არ ვაპირებ”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – პოლიტიკოსებმა პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ – სასამართლოს პოლიტიკური განცხადებები არ აინტერესებს, სასამართლოსთვის პოლიტიკურ განცხადებებს აქვს ნულის ფასი!
  • “შესაძლოა ვინმემ დასვას კითხვა: თუ ასეთი სუსტია პარტიები, რა საჭიროა მათი აკრძალვა? ამას აქვს მარტივი ახსნა: პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული, ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • მოსამართლეთა პლენუმმა საკონსტიტუციოში სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმედ მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge