Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო

October 21, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელის ავტორთა განცხადებით, ზემოაღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და ამით აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი და პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს.

პარტიების აკრძალვის ერთ-ერთ არგუმენტად დასახელებულია ის, რომ ეს ხუთი პარტია საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას ქმნიდნენ და დღესაც ასე მოქმედებენ.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არჩევნების იდეა უქმდება – სარჩელის მიზანია პოლიტიკური ველის იმ პარტიებისგან მოსუფთავება, ვისაც არჩევნების ბოლო შედეგების მიხედვით, საზოგადოების მხარდაჭერა აქვს, ანუ მხოლოდ „ოცნება“ და მისგან ხელდასხმული პარტიები უნდა ავირჩიოთ” – რას ამბობს ფიქრია ჩიხრაძე
  • “დღემდე, ევროკავშირს არ აქვს გააზრებული, შემუშავებული პოლიტიკა ამ რეჟიმთან მიმართებით და ასე ქაოსურად არიან – ესენი რაღაცას იზამენ, ისინი პასუხს სცემენ”- რას ამბობს ზურაბ ჯაფარიძე
  • ლევან ცუცქირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge