Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ივანიშვილის ამ უკანონო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პროცესები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება – ეს საფუძველს ჩაუყრის ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას: „ქართველი ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ!”- რას ამბობს ლევან ბეჟაშვილი

October 21, 2026
“ივანიშვილის ამ უკანონო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პროცესები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება – ეს საფუძველს ჩაუყრის ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას: „ქართველი ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ!”- რას ამბობს ლევან ბეჟაშვილი

ბიძინა ივანიშვილის ამ უკანონო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პროცესები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება. ეს საფუძველს ჩაუყრის ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, სადაც მთავარი ლოზუნგი იქნება: „ქართველი ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ!“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჯაშვილმა პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სარჩელი სამართლებრივადაც დაუსაბუთებელია. ბეჟაშვილის შეფასებით, ცინიზმია, რომ საკონსტიტუციო სარჩელში სამართლებრივ არგუმენტაციასაც კი არ აყალიბებს მმართველი პარტია, ისე უნდათ პარტიების გაუქმება.

„ქართული ოცნება“ რეალურად ამ საკონსტიტუციო სამართალწარმოებით ცდილობს ის ავტორიტარული დიქტატორული რეჟიმი, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს, სახელმწიფო მიიტაცეს, კანონგარეშედ გამოაცხადეს თავიანთი ხელისუფლება, კონსტიტუციური ლეგალიზაციის ფარგლებში მოაქციონ და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს დაავალონ. მთელი ეს ზეწოლების კამპანია, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს, სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ რუსული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, აკრძალონ დემოკრატიული პარტიები საქართველოში, ამით, პროევროპული პარტიების კლასტერი მოჭრან პოლიტიკური ველიდან და ქართველ ამომრჩეველს, რომელიც მილიონზე მეტია და სურს საქართველოს ევროპული მომავალი, საარჩევნო უფლება წაართვან. ბუნებრივია, ეს პროცესები ახალ პოლიტიკურ მოვლენებს დაუდებს საფუძვლებს. თუ აქამდე „ქართული ოცნება“ ცდილობდა წარმოეჩინა, რომ რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, ამ უკანონო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებს შემდეგ, პროცესები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება. ეს საფუძველს ჩაუყრის ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობას, სადაც მთავარი ლოზუნგი იქნება: „ქართველი ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ!“. პირველ რიგში, გარდა პოლიტიკური მოტივაციისა, რომ დიქტატურა გააფორმონ კონსტიტუციურ დონეზე, სამართლებრივადაც დაუსაბუთებელია „ქართული ოცნების“ სარჩელი. წარმოიდგინეთ, 5 პარტიის გაუქმება უნდათ და სარჩელი 24 გვერდს ითვალისწინებთ. წარმოუდგენელი ცინიზმია, რომ სამართლებრივ არგუმენტაციასაც კი არ აყალიბებენ საკონსტიტუციო სარჩელში, ისე უნდათ პარტიების გაუქმება და მთავარ დოკუმენტად, უპირობო მტკიცებულებად, მიჩნეული აქვთ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მომზადებული და ქართველი ხალხის მიერ სახელდებული ღალატის კომისიის დასკვნა. ეს არის მთელი კვინტესენცია ამ უკანონობის, ამ ცინიზმის, რომელსაც „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გაათამაშოს“.- განაცხადა ბეჟაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
  • საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო
  • “”ფედერალისტები” ივანიშვილის მიერ გაწერილ სპექტაკლში მონაწილეობას არ ვაპირებთ” – რას ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge