“ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა, სადაც რამდენიმე წუთში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის აკრძალვა უნდა დაიწყოს.
ჩვენ აქ ვართ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად, ჩვენი ხალხის სუვერენული უფლებები დასაცავად და ჩვენი კონსტიტუციის დასაცავად”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს.
არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
