Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საკონსტიტუციო სარჩელი წავიკითხე და უბრალოდ, შოკში ჩამაგდო, იმდენად აბსურდულია მისი უშინაარსობა – „ლელოს“ ნაწილში რასაც წაიკითხავთ, მოწოდებით „ქოცსაც“ კი გაეცინება”- რას ამბობს გრიგოლ გეგელია

October 21, 2026
„ქართული ოცნების“ რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ აღმოვჩენილიყავით რუსულ კორუმპირებულ წუმპეში, რომელშიც მხოლოდ „ქოცი“ ხარობს”- რას ამბობს გრიგოლ გეგელია

დღეს ჩვენ ვუყურებთ ქართული კონსტიტუციური წეს-წყობილების დამხობის მცდელობას „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხრიდან – ყველა ქართველს მინდა ესმოდეს, რომ ეს აკრძალვა არ ეხება 5 პოლიტიკურ სუბიექტს, ან საერთოდ პარტიებს, ეს აკრძალვა ეხება მილიონზე მეტ ქართველს, იმიტომ რომ დღეს თქვენს არჩევანს უნდათ, უწოდონ ანტიკონსტიტუციური,- ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ ეთერში ბათუმიდან ჩართვისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის რეჟიმი, რომელიც გავიდა კონსტიტუციური სფეროდან და მიიტაცა მილიონობით ქართველის ხმა.

„ეს არის რეჟიმი, რომელმაც შეცვალა ჩვენი კონსტიტუციურად დადგენილი საგარეო პოლიტიკური კურსი და დღეს ამ შენობაში რამე თუ უნდა განიხილებოდეს, ობიექტურობისთვის, ეს არის ის, თუ როგორ მოხდა სახელმწიფოს და კონსტიტუციური წეს-წყობილების მიტაცება „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხრიდან და როგორ მოხდა საგარეო პოლიტიკური არჩევანის შეცვლა, რაც არის გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. ეს არის სრულიად აბსურდული სარჩელი, წავიკითხე და უბრალოდ, შოკში ჩამაგდო, იმდენად აბსურდულია მისი უშინაარსობა. თავიდან ბოლომდე აბსურდულია. მაგალითად „ლელოს“ ნაწილში რასაც წაიკითხავთ, გაეცინება ნორმალურ ადამიანს, რაც არ უნდა „ქოცი“ იყოს მოწოდებით, „ქოცსაც“ გაეცინება, რომ შეიძლება პარტიას კრძალავდნენ პოლიტიკური პოზიციის გამო. ეს არის იგივე, რომ პარტია აკრძალო იმის გამო, რომ თქვას, რომ როგორი მზიანი ამინდიაო და ვიღაც თვლიდეს, რომ მზიანი ამინდი არ არის, არამედ წვიმიანი ამინდია. ამ ტიპის რაღაცების გამო უნდათ ჩვენი აკრძალვა, თან ვის?! ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე იყვნენ იმ რეჟიმის წარმომადგენლები, რომლის წევრობასაც და რომელთან აფილირებასაც გვაბრალებენ. მათ არგუმენტში რაც დევს, არის სრული სიყალბე. ვასილ როინიშვილმა სხვაზე უნდა ილაპარაკოს, თავის ყოფილ პარტიას რომ კრძალავს ?! ყველა ქართველს მინდა ესმოდეს, რომ ეს აკრძალვა არ ეხება 5 პოლიტიკურ სუბიექტს, ან საერთოდ პარტიებს, ეს აკრძალვა ეხება მილიონზე მეტ ქართველს, იმიტომ, რომ მილიონზე მეტმა ქართველმა რომ არჩევანი გააკეთა დღეს, ამ არჩევანს, თქვენს არჩევანს უნდათ, რომ უწოდონ ანტიკონსტიტუციური. რეჟიმი, ერის ნახევარს აცხადებს ანტიკონსტიტუციურად და ამბობს, რომ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური თავდაცვის პრეროგატივა, ამბობს, რომ რუსების არგაღიზიანების პოლიტიკა, თურმე კონსტიტუციურად უნდა იყოს დაკანონებული, ანუ ქართულმა სახელმწიფომ უარი უნდა განაცხადოს ნებისმიერი ეროვნული სუვერენული კურსის გატარებაზე. ეს არის „ქოცური“ პოლიტიკის ერთადერთი გამოხატულება“.- განაცხადა გეგელიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დიქტატურაში ცხოვრებას არ ვაპირებ” – მურმან დუმბაძე
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
  • “რასაც ვუყურებ, ერთადერთი პარტია, რომელიც ლეგიტიმურად აიკრძალება ამ ქვეყანაში, არის „ქართული ოცნება“ და ეს მოხდება შემდეგი ხელისუფლების დროს”- რას ამბობს ნიკა გვარამია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge