უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძე ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვის სარჩელს და ქვეყანაში ოპოზიცია აიკრძალება.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა, ამის თქმის საშუალებას არაერთი გარემოება აძლევს, მათ შორის კი ის შემადგენლობა, რომელიც საკონსტიტუციოშია წარმოდგენილი.
“პირადად ჩემი მოლოდინია, რომ პარტიები აიკრძალება, საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს აღნიშნულ სარჩელს, ვინაიდან, პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში, რა კომენტარებიც მოვისმინეთ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განცხადება, ასევე მისი თანამდებობიდან წასვლა, ასევე შემადგენლობა, ვინც გვყავს შემადგენლობაში, ყველა ეს ფაქტორი ერთად აღებული, მაძლევს იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, და სამწუხაროდ, საქართველოში სრული სიბნელის ხანა დაიწყება, – განაცხადა ალავიძემ.
