Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

October 20, 2026
ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

“იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს” – ამ სიტყვებით მიმართავს ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

მას შემდეგ, რაც ოჯახმა ტყუპი ძმების მიმართ ციხეში მოწყობილ “ქურდულ გარჩევაზე” ისაუბრა, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მშობელი “ქართული ოცნების” დამფუძნებლისგან ითხოვს, “ფეხზე დააყენოს” მთელი პარლამენტი და მთავრობა და მისი შვილების მიმართ საპატიმროში ტერორი და ფიზიკური ანგარიშსწორება აღკვეთოს.

“შვილები არ მომიკვდეს მე ციხეში, თორემ ძალიან ცუდი იქნება ეს პირველ რიგში თქვენთვის, მთავრობისთვის” – ამბობს “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ნინო აბრამიშვილი.

“მე არ მჯერა იმის, რომ ბატონი ბიძინა ამ საქმეში ჩარეულია. საკმაოდ ჭკვიანი კაცია, ყველა მთავრობისთვის არის კრახი, როდესაც ციხეს ეხება. ყველა მთავრობის დასასრულია, როცა ციხეს ეხება. ციხის ბუნტი და ციხეში ასეთი რამის შემდეგ, მინიმუმ გადაყენებული უნდა იყოს ციხის უფროსი. გენერალური პროკურატურა უკვე უნდა იჯდეს აქ, მე ვერავის ვერ ვხედავ აქ. მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებ, ხომ გვყავს ჩვენ მთავრობა?

მივმართავ ბატონ ივანიშვილს, ბატონო ბიძინა დამეხმარეთ – შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს. დედას ხომ იცით არაფერი არ გააჩერებს – მარტო შუბლში ტყვია და მე იმ ტყვიასაც მივიღებ, თუ მესვრით, მაგრამ მე გთხოვთ, როგორც დედა გთხოვთ, დააყენეთ ფეხზე თქვენი პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი, ვინც კი არიან, აი ჩვენი ჯიბიდან რომ იღებენ ხელფასს, მიხედონ ამ საქმეს. შვილები არ მომიკვდეს მე ციხეში, თორემ ძალიან ცუდი იქნება ეს, პირველ რიგში, თქვენთვის მთავრობისთვის იქნება ცუდი. მე არ ვითხოვ რომ გაათავისუფლოთ ჩემი შვილები, შეიძლება მე ყველაფერი არ მომწონს, მაგრამ ისინი ჩემი შვილები არიან და ის, რომ ქურდული “რაზბორკები” მოუწყონ ჩემს შვილს ციხეში და მთავრობამ ეს არ იცოდეს, მაშინ მე არ ვიცი რა ხდება, მაშინ არ ვყოფილვართ, როგორც ქვეყანა”, – ამბობს ნინო აბრამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ არ გამორიცხა, რომ შვილებზე ციხის საკანში მოწყობილი სასტიკი ანგარიშსწორება ერთ-ერთი მათგანის მობილურ ტელეფონში შენახულ შესაძლო მტკიცებულებებს უკავშირდებოდეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ 21:00 საათზე შემოიყვანეს, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა – დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გადაყვანილი იყო ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში”- რას ამბობს ზურაბ ჩხაიძე
  • “ბერა ივანიშვილი შარში მამამისმა გახვია…” – რას ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი
  • “ეს არის უზარმაზარი ტრაგედია” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge