Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციამ რა არგუმენტი უნდა წარადგინოს, არ ვიცი, რადგან წლების განმავლობაში ისინი ქმნიდნენ არგუმენტებს, საკუთარი პოზიციების საწინააღმდეგოდ – ჩვენი სურვილია, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

October 20, 2026
“ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის აღმოფხვრა ხელისუფლების მაღალ დონეზე…” – რას ამბობს ირაკლი კობახიძე

ჩვენ, ჩვენი სარჩელით ზუსტად ამას ვამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები თავისი არსით არიან არაკონსტიტუციურები, შესაბამისად, ისინი სამწუხაროდ, იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას – ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი.

„ჰიტლერი რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში, რომ გადარჩენილიყო და მიეღო მონაწილეობა გერმანიაში არჩევნებში, სავარაუდოდ, ის ორნიშნა შედეგსაც მიიღებდა. ასეთი იყო მაშინ გერმანიაში მოცემულობა. ამიტომ ეს არ არის განმსაზღვრელი, განმსაზღვრელი არის ის თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ პოლიტიკური პარტიები, არიან თუ არა ისინი თავისი არსით არაკონსტიტუციურები. ჩვენ, ჩვენი სარჩელით ზუსტად ამას ვამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები თავისი არსით არიან არაკონსტიტუციურები, შესაბამისად, ისინი სამწუხაროდ, იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას, არაკონსტიტუციური სულისკვეთებით. ეს უნდა შეიცვალოს. ამ ჩაკეტილ წრეს თავი უნდა დააღწიოს ქართველმა ხალხმა.

ქართველ ხალხს სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი და არ სჭირდება ასეთი არაკონსტიტუციური მუდმივად საბოტაჟზე მომართული პოლიტიკური პარტიები. ეს არის, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებში.

ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს. ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი და ჩვენი მიზანია მივაღწიოთ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ რა არგუმენტი უნდა წარადგინონ, არ ვიცი. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ქმნიდნენ არგუმენტებს, სწორედ საკუთარი პოზიციების საწინააღმდეგოდ. მათ ჰქონდათ შეგნებული ის, რომ მოქმედებდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, მათ შორის ძალადობრივ ფორმებს იყენებდნენ კონსტიტუციური წყობილების დასამხობად. დღეს მოუწევთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხის გაცემა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სინამდვილეში ისინი პირდაპირ უპირისპირდებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას მათ შორის არჩევნების შემდეგ, არჩევნებამდე, ყოველ ჯერზე, წლიდან წლამდე, გაუჭირდებათ რაიმეს თქმა საკონსტიტუციო სასამართლოში.

რაც შეეხება მათ მიერ დაანონსებულ აქციებს, აქციების გამართვა სასაცილოა, გამოვლენ 20-30 კაცით. არ არის ეს ყველაფერი საინტერესო, ქართველი ხალხისთვის საინტერესოა, რომ ჯანსაღი ფორმით გაგრძელდეს პოლიტიკური სისტემის განვითარება და ვფიქრობ, რომ ამის გარანტიას შექმნის სწორედ ის პროცესი, რომელიც იწყება საკონსტიტუციო სასამართლოში“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს ეხება, 21 ოქტომბრიდან დაიწყება. „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, მმართველი პარტიის წევრები: არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეუძლებელია წარმოვიდგინოთ რას დაუპირისპირებს აგენტურული ოპოზიცია ჩვენს სარჩელს – ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე
  • “როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს კანონიერი ქურდი, ვატო ყიფიანი თავის შაიკასთან ერთად და დაიწყოს გარჩევა?!” – რას ამბობს ძმებ ფეიქრიშვილების დედა
  • მედია ვერ გადაიღებს პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოს სხდომას – ახალი შეზღუდვა საკონსტიტუციოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge