Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა ხვალიდან დაიწყება

October 20, 2026
5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა ხვალიდან დაიწყება

21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის, მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვას იწყებს. არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელის ავტორთა განცხადებით, ზემოთაღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და ამით აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

აღნიშნული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ერთ-ერთ არგუმენტად დასახელებულია ის, რომ ეს ხუთი პარტია საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას ქმნიდნენ და დღესაც ასე მოქმედებენ.

“ამის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მკაფიო მაგალითია შესაბამისი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ 2026 წლის 2 მარტს “ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა “ერთობლივი მუშაობისთვის საერთო მიზნების მისაღწევად“. ამ ალიანსის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია მისი წევრი პოლიტიკური პარტიების „სტრატეგიულ ერთიანობის“ ხელშეწყობა, ხოლო მისი ერთ-ერთი დეკლარირებული სტრატეგიული პრინციპია არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის უარყოფა.

ამრიგად, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს და ერთიან პოლიტიკურ პოზიციას და გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა. მეტიც, მათ მთელი რიგი არაკონსტიტუციური ქმედებები უკვე განახორციელეს, რაც ნათლად დასტურდება ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობის შექმნის მაგალითებს მიეკუთვნება აგრეთვე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით ბოლო წლებში შექმნილი სხვადასხვა პარტიული ალიანსი, პლატფორმა და მოძრაობა, რომლებთანაც თანამშრომლობდა, მათ შორის, პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“, – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სარჩელში.

სარჩელის ავტორთა აზრით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობის შექმნის საკითხთან დაკავშირებით ასევე გასათვალისწინებელია მუნიციპალიტეტების ორგანოების 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული ჩხოროწყუს, წალენჯიხის, რუსთავის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პოლიტიკური პარტიების “გახარია საქართველოსთვის“ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კოალიციური ერთობის შექმნის შემთხვევები. სარჩელში ნათქვამია, რომ ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი მაგალითია „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ საკრებულოების თავმჯდომარეთა და საკრებულოების სხვა თანამდებობის პირთა ერთობლივად არჩევა.

“გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ 2021 წლის თებერვალში აქტიურად ხელი შეუწყო საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ნიკანორ მელიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მცდელობას, განეხორციელებინათ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის პირდაპირ, საჯაროდ და დეკლარირებულად ხელყოფა საქართველოში. ამ ფაქტს დღემდე არ გამიჯვნია პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

შესაბამისი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია − დროა“, „კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „გირჩი − მეტი თავისუფლება“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები, თუმცა ვინაიდან მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამასთანავე, მათი ნაწილი ფაქტობრივად ამ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაშია, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“, – წერია მმართველი გუნდის საკონსტიტუციო სარჩელში.

სარჩელში ყურადღება გამახვილებულია პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებების სისტემატიურ ხელყოფაზე. წერია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში – 2004-2012 წლებში შექმნა და განავითარა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სისტემა, იმავე პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი და ადამიანის უფლებების სხვაგვარად ხელმყოფი მრავალი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც ერთეული შემთხვევების ფარგლებს გასცილდა და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო. განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეუძლებელია წარმოვიდგინოთ რას დაუპირისპირებს აგენტურული ოპოზიცია ჩვენს სარჩელს – ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე
  • “როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს კანონიერი ქურდი, ვატო ყიფიანი თავის შაიკასთან ერთად და დაიწყოს გარჩევა?!” – რას ამბობს ძმებ ფეიქრიშვილების დედა
  • მედია ვერ გადაიღებს პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოს სხდომას – ახალი შეზღუდვა საკონსტიტუციოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge