მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველო აშშ-ში ღვინის იმპორტიორ იმ ქვეყნების მცირე ჯგუფში მოხვდა, რომლებმაც ერთ წელიწადში მიწოდება გაზარდეს. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (American Association of Wine Economists – AAWE) თავის facebook-გვერდზე წერს.
მათივე ცნობით, აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ტოპ-30 ქვეყანას შორის, წლიურ ჭრილში მხოლოდ ხუთმა გაზარდა შტატებისთვის ღვინის მიწოდება და მათ შორის არის საქართველოც.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში აშშ-ში ღვინის იმპორტი საქართველოდან, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.1%-ით გაიზარდა. ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან აშშ-ში 3.58 მლნ. დოლარის ღვინო შევიდა.
შტატებში ქართული ღვინის მიწოდება იზრდება – საქართველო აშშ-ში ღვინის 30 წამყვან იმპორტიორს შორის მე-16 პოზიციაზეაშტატებში ქართული ღვინის მიწოდება იზრდება – საქართველო აშშ-ში ღვინის 30 წამყვან იმპორტიორს შორის მე-16 პოზიციაზეა
მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველო აშშ-ში ღვინის იმპორტიორ იმ ქვეყნების მცირე ჯგუფში მოხვდა, რომლებმაც ერთ წელიწადში მიწოდება გაზარდეს. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (American Association of Wine Economists – AAWE) თავის facebook-გვერდზე წერს.
მათივე ცნობით, აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ტოპ-30 ქვეყანას შორის, წლიურ ჭრილში მხოლოდ ხუთმა გაზარდა შტატებისთვის ღვინის მიწოდება და მათ შორის არის საქართველოც.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში აშშ-ში ღვინის იმპორტი საქართველოდან, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.1%-ით გაიზარდა. ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან აშშ-ში 3.58 მლნ. დოლარის ღვინო შევიდა.
ასოციაციის ცნობითვე, საქართველო აშშ-ს წამყვან 30 იმპორტიორს შორის ერთ წელიწადში ორი პოზიციით, ანუ მე-18-დან მე 16 ადგილამდე დაწინაურდა.
რაც შეეხება აშშ-ში ღვინის იმპორტის დაცემას, შემცირების უდიდესი წილი ორ უმსხვილეს მიმწოდებელზე მოდის. კერძოდ, 2026 წლის 8 თვეში შტატებში ღვინის იმპორტი საფრანგეთიდან 245 მლნ დოლარით (-13.8%), ხოლო იტალიიდან 240 მლნ დოლარით (-16.5%) შემცირდა. მკვეთრი პროცენტული კლება: ავსტრალიიდან (-34%), ჩილედან (-34%) და არგენტინიდანაც (-25%) დაფიქსირდა, ხოლო ახალი ზელანდიიდან მიწოდება ყველაზე უმნიშვნელოდ, ანუ 5%-ით შემცირდა.
მთლიანობაში, იანვარ-აგვისტოს პერიოდში აშშ-ში ღვინის იმპორტი, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.8%-ით, ანუ 4.498 მილიარდიდან 3.786 მლრდ. დოლარამდე დაეცა.
წლის პირველ რვა თვეში აშშ-ში ღვინის წამყვანი იმპორტიორების ტოპ 10-ეული ასეთია:
საფრანგეთი – 1.530 მლრდ დოლარი;
იტალია – 1.216 მლრდ დოლარი;
ახალი ზელანდია – 302 მლნ დოლარი;
ესპანეთი – 213 მლნ დოლარი;
ავსტრალია – 101 მლნ დოლარი;
არგენტინა – 99 მლნ დოლარი;
ჩილე – 71 მლნ დოლარი;
პორტუგალია – 65 მლნ დოლარი;
გერმანია – 41 მლნ დოლარი;
კანადა – 36 მლნ დოლარი.
აშშ-ში ღვინის 30 უმსხვილეს იმპორტიორს შორის საქართველოს მეზობელი სომხეთიცაა, რომლის მიწოდებაც ერთ წელიწადში 13.6%-ით შემცირდა. კერძოდ, ასოციაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში აშშ-ში 1.08 მლნ დოლარის სომხური ღვინო შევიდა. შედეგად, ქვეყანა რეიტინგში გასული წლის 26-ე ადგილიდან 27-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.
ცნობისთვის: AAWE არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ეკონომიკურ კვლევებს ეწევა, ასევე, მეღვინეობის სფეროში იდეებს აანალიზებს და მათ გაცვლას უწყობს ხელს. ასოციაციის ძირითადი საქმიანობა მეღვინეობის შესახებ რეცენზირებული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემა და მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაა.
