ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებებს. ანალოგიურად, როდესაც აკეთებს ევროპული სტრუქტურა განცხადებებს, ევროპული სტრუქტურები როცა ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც, ბუნებრივია, ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს. […]
რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის გამოწვევებია, მაგრამ სულისკვეთება არის იგივე, ხომ? ერთ ქვეყანასაც და მეორე ქვეყანასაც უნდა ჩაერიოს ჩვენს სუვერენიტეტში, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში. […]
სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება არის ერთი და იგივე, რა თქმა უნდა, ხარისხი არის განსხვავებული იმიტომ, რომ ერთ შემთხვევაში ვსაუბრობთ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სრულიად სხვა მასშტაბის პრობლემაა, მაგრამ სუვერენიტეტში ჩარევა არის სუვერენიტეტში ჩარევა. შესაბამისად, სულისკვეთება არის ერთი და იგივე, მასშტაბი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია.
