ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკომისიის სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა.
“ეს პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა. სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს. როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეა და კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი ცდილობს, ზეწოლა, ზემოქმედება განახორციელოს, შემაშფოთებელია. ეს ყველაფერი ევროპულ ღირებულებებს პირდაპირ უპირისპირდება, რაც ძალიან სამწუხაროა”. – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს.
განიხილება სარჩელი პოლიტიკური პარტიების “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია-მელია-გირჩი-დროა”, “ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”, “პარტია ფედერალისტები”, “გახარია საქართველოსთვის” – საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.
