Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„დღეში საშუალოდ 1500-2000 ტონა ნარჩენი ხვდება, წელიწადში 12000 ტონა მეთანი წარმოიქმნება“ – „თბილსერვისი” ლილოს ნაგავსაყრელზე

October 20, 2026
„დღეში საშუალოდ 1500-2000 ტონა ნარჩენი ხვდება, წელიწადში 12000 ტონა მეთანი წარმოიქმნება“ – „თბილსერვისი” ლილოს ნაგავსაყრელზე

„დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ყოველწლიურად საშუალოდ 12 000 ტონა მეთანი წარმოიქმნება, თუმცა ამ დროისთვის გამოყოფილი ემისიების მართვა და უტილიზაცია არ ხდება“ – ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის დაჯი კოვზირიძის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა.

პარლამენტის წევრი ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობით, ნარჩენების მოცულობით, მეთანის ემისიებითა და პოლიგონის სამომავლო ექსპლუატაციის საკითხებით დაინტერესდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლილოს ნაგავსაყრელთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობის თქმით, უკვე წლებია ნაგავსაყრელის სხვა ადგილას გადატანას ითხოვენ. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარიაა, რის გამოც ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემო იქმნება.

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე 2023 წელს – 496 651 ტონა, 2024 წელს – 540 619 ტონა, ხოლო 2025 წელს -560 151 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი განთავსდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, როგორც კომპანიის მიერ მომზადებული პასუხებიდან ირკვევა, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან პასუხის მომზადების დროისთვის, პოლიგონზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობა 475 180 ტონას შეადგენდა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ცნობითვე, ნაგავსაყრელზე ყოველდღიურად საშუალოდ 1500 – 2 000 ტონა ნარჩენი ხვდება.

„პოლიგონის მოქმედი უჯრედები თითქმის შევსებულია. არსებული ტერიტორიის შემდგომი ათვისების მიზნით, დაგეგმილია მესამე და მეოთხე უჯრედებს შორის არსებული არეალის მოწყობა.

აღნიშნული მომსახურების შესყიდვის მიზნით 2026 წელს ორი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ორივე უარყოფითი შედეგით დასრულდა. შესაბამისად, შესყიდვის პროცედურები ხელახლა დაიწყო,“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კითხვაზე, რამდენი წლით არის შესაძლებელი ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის გაგრძელება არსებული პირობებით, „თბილსერვის ჯგუფი“ განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია უჯრედების ტევადობაზე, მიღებული ნარჩენების რაოდენობასა და ახალი უჯრედების მოწყობის გზით ტერიტორიის შემდგომ ათვისებაზე.

რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ნაჟურ წყლებს (ფილტრატი), „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების წლიური წარმოქმნა დაახლოებით 54 000 კუბურ მეტრს შეადგენს, დღიური მაქსიმალური მოცულობა კი 150 კუბური მეტრია.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ნაგავსაყრელზე არსებულ შესაბამის რეზერვუარებში დაგროვილია დაახლოებით 15 ათასი კუბური მეტრი ნაჟური წყალი.

კითხვაზე, რა ეტაპზე ფილტრატის გამწმენდი ნაგებობის პროექტი, რომლის ღირებულება 2025 წელს 6 466 705 ევროდ იყო განსაზღვრული, კომპანია განმარტავს, რომ შესაბამისი სამშენებლო ნებართვა მიმდინარე წლის სექტემბერში გაიცა.

მათივე ცნობით, უკვე დაწყებულია აქტიური სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც დასრულდება და ობიექტის სრულად ოპერირება დაიწყება 2027 წლის სექტემბერში.

„ნაგავსაყრელზე დაწყებულია ნაჟური წყლების (ე.წ. „ლიჩეტის“) გამწმენდი ახალი სისტემის მოწყობა. ნაჟური წყლების ბიოლოგიურ დამუშავებაზე დაფუძნებული გამწმენდი ნაგებობა მოახდენს ლიჩეტის წინასწარ დამუშავებას, აღნიშნული წყლების წყალარინების სისტემაში და თბილისის ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაში ჩაშვებამდე, რაც ხელს შეუწყობს პოლიგონის გათავისუფლებას იქ დაგროვილი ნაჟური წყლებისგან და ახლად წარმოქნილი ლიჩეტის – ავტომატურ გაწმენდას.

შესაბამისად, პროექტის განხორციელების საფუძველზე მნიშვნელოვნად შემცირდება ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი სუნის პრობლემა.

თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტის ფარგლებში, პოლიგონზე იგეგმება მასალების აღმდგენი და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტების მშენებლობა, რაც გახდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების საფუძველი.

აღნიშნული ობიექტი მიიღებს რეციკლირებად მასალებს და უზრუნველყოფს მათ სეპარაციას, დამუშავებას და შენახვას, ხელახალი წარმოებისა და გადამუშავების პროცესებში ნედლეულად გამოყენების მიზნით.

გარდა ამისა, მოხდება მორჩენილი ნარჩენის ბიოლოგიურად დამუშავება, მათ ნაგავსაყრელზე განთავსებამდე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ნარჩენების მიერ წარმოქმნილ ემისიებს (ბიოგაზი, ნაჟური წყლები, სუნი).

ამასთან, ნაგავსაყრელზე განთავსებამდე დარჩენილი ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავება იგეგმება, რაც კომპანიის შეფასებით, ბიოგაზის, ნაჟური წყლებისა და სუნის წარმოქმნას შეამცირებს.

თბილისის ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები სისტემის პროექტის ფარგლებში, დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე იგეგმება გაზშემკრები სისტემის მოწყობა და 1-ლი, მე-2 და მე-3 უჯრედების საბოლოო გადახურვა”, – ვკითხულობთ „თბილსერვისის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

რაც შეეხება პოლიგონის საბოლოო დახურვას, „თბილსერვის ჯგუფის“ პასუხის თანახმად, ამ ეტაპზე დიდი ლილოს ნაგავსაყრელის საბოლოო დახურვის ტექნიკური პროექტი არ არსებობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა
  • პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა – კობახიძე ევროკომისიის სპიკერზე
  • “პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა” – ირაკლი კობახიძე ევროკომისიის სპიკერზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge