Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მანანა კობახიძის განცხადება ნიშნავს, რომ მისთვისაც წითელი ხაზია ის, რაც ხდება – ესმის, რომ ეს არის არა მხოლოდ პოტენციური სანქციის საკითხი, არამედ საშვილიშვილო დამღა მათთვის, ვინც დემოკრატიის გაუქმებას მოაწერს ხელს”- ირაკლი ფავლენიშვილი

October 20, 2026
“მანანა კობახიძის განცხადება ნიშნავს, რომ მისთვისაც წითელი ხაზია ის, რაც ხდება – ესმის, რომ ეს არის არა მხოლოდ პოტენციური სანქციის საკითხი, არამედ საშვილიშვილო დამღა მათთვის, ვინც დემოკრატიის გაუქმებას მოაწერს ხელს”- ირაკლი ფავლენიშვილი

დემოკრატიას აუქმებენ ქვეყანაში და ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ახდენენ, ამით პრეცედენტსაც ქმნიან. ამაზე კომენტარი როგორ არ უნდა გაკეთდეს? მაშინ რას აკეთებენ საელჩოები ან ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტები? თუ ამაზე კომენტარს არ აკეთებენ, მაშინ საერთოდ არ უნდა გააკეთონ არაფერზე კომენტარი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენელთა კრიტიკულ განცხადებებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, შიდა საქმეში ჩარევა იქნებოდა, ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომ განესაზღვრათ ქვეყნის შიდა პოლიტიკა, “ჩვენ კი ძირითადად შეფასებებთან გვაქვს ხოლმე საქმე, რომელსაც თავს ვერ ავარიდებთ, მაშინ როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი სრულიად იცვლება”.

„როცა ადამიანები დემოკრატიას აუქმებენ ქვეყანაში და ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ახდენენ, ამით პრეცედენტსაც ქმნიან, რომ რეალურად ყველა ოპოზიციური პარტია, რომელსაც ანტიოკუპაციური განწყობა ექნება, აღარ იარსებებს. ამაზე კომენტარი როგორ არ უნდა გაკეთდეს? მაშინ რას აკეთებენ საელჩოები ან ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტები? თუ ამაზე კომენტარს არ აკეთებენ, მაშინ საერთოდ არ უნდა გააკეთონ არაფერზე კომენტარი. ამიტომაც, ეს არანაირი შიდა ჩარევა არ არის. შიდა ჩარევაა, როდესაც განსაზღვრავენ შენი ქვეყნის შიდა პოლიტიკას, აქ კი უბრალოდ შეფასებებთან გვაქვს ხოლმე საქმე. როდესაც მთლიანად იცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი და ქვეყნის წყობა, ამ დროს, რა თქმა უნდა, კეთდება პოლიტიკური განცხადებები“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილი ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მანანა კობახიძის განცხადებას, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ შუამდგომლობა „შინაგანმა რწმენისა და სამოსამართლო სინდისის“ კარნახით დააყენა.

„მეტი ვინ უნდა გააკეთოს განცხადება? ადამიანს, რომელიც არის „ქოცების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქვს ასეთი განცხადება გაკეთებული. ეს რას ნიშნავს? რომ მისთვისაც წითელი ხაზია ის, რაც ხდება, რადგან ესმის, რომ ეს არის არა მხოლოდ პოტენციური სანქციის საკითხი, არამედ საშვილიშვილო დამღა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს დემოკრატიის გაუქმებას მოაწერს ხელს”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება ევროპული ქვეყნების ელჩებთან დღევანდელ შეხვედრას, მისივე თქმით, ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არ არის მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის პრობლემა, ამიტომ მნიშვნელოვანია დასავლეთი საქმის კურსში იყოს, რა ხდება ამ ქვეყანაში.

“ქვეყანაში სერიოზული ამბები ხდება და როდესაც ასეთი კრიზისული მდგომარეობაა, როდესაც არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობას ემუქრება საქმე, მე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ სახელმწიფოს პრობლემა. ეს გახლავთ მთლიანად დასავლური უსაფრთხოების პრობლემა, როდესაც კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს ასრულებს საქართველოში – კრემლის მთავარი ზრახვა რაც იყო, რომ ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არსებულიყო ჩვენება სასამართლო ინსტიტუციის, თუნდაც მიტაცებულის მიერ. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა და ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ ბუნებრივ მოკავშირეებთან. შეიძლება “ოცნებას” მიაჩნია, რომ ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები არიან რუსები ან არაბები, მაგრამ ჩვენ ასე არ მიგვაჩნია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო არის დასავლეთის ნაწილი, ამიტომაც ჩვენი შთაბეჭდილებები და პოზიციები გავუზიარეთ.

მნიშვნელოვანია დასავლეთი საქმის კურსში იყოს, რა ხდება ამ ქვეყანაში, მით უმეტეს, საქართველო არ გახლავთ ევროპისგან განცალკევებულად აღსაქმელი. არაერთხელ უთქვამთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე, ამიტომ თბილისში რაც ხდება, ამით ძირი ეთხრება არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ ევროპულ უსაფრთხოებასაც. ზოგადად, ყველა შეხვედრაზე განხილვადია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და ახლა ყველაზე აქტუალური საკითხი ვიცით რაც არის“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილმა ფარ-ხმალი დაყარა- დავით მათიკაშვილი
  • პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 844 755 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
  • “ქალები კვერცხუჯრედებს საზღვარგარეთ ყიდდნენ” – ორგანიზებული დანაშაული თურქეთში და სქემა, სადაც საქართველოც ფიგურირებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge