Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

არაფერია მოულოდნელი, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, რა ხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით- გიგა ბოკერია

October 20, 2026
“ჩანს, როგორ ექცევა საკუთარ გარემოცვას ივანიშვილი, ადამიანურად საცოდაობაა, ტრაგიკული ამბავია” – გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ თამაზ თამაზაშვილის განცხადებაზე

არაფერია მოულოდნელი, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, რა ხდება ჩვენი ქვეყანაში, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აცხადებს, რომ მოქმედებს თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ და კრძალავს პოლიტიკურ არჩევანს მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რა მოუვა რომელიმე პარტიას, არამედ რისთვის აკეთებს ამას ივანიშვილის რეჟიმი, რატომ ზღუდვას მოქალაქეების არჩევანს, რატომ ავლენს უნდობლობას ყველას მიმართ.

„რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ. ამიტომ, რაც ახლა საქართველოში ხდება, არ არის პოლიტიკური პარტიების საკითხი, ეს არის არჩევანის, უპრეცედენტო უნდობლობის საკითხი იმ რეჟიმის, იმ კაცის და მისი პოლიტიკური არარაობების მხრიდან, რომლებიც ყოველდღე საქართველოს მომავლის ხარჯზე მდიდრდებიან და ინარჩუნებენ ძალაუფლებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, ამ პროცესში დასავლეთიდან მხარდაჭერას როგორ ხედავთ, იყო თუ არა შეხვედრის თემა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ არასდროს საუბრობს პარტნიორების ნაცვლად.

„თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერას ყოველთვის ვხედავ, როცა ქართული საზოგადოება გადადგამს მყარ ნაბიჯებს საკუთარი ინტერესების, სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის დასაცავად და ეს არის საქართველოს ამოცანა დღეს. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყველა ჯერზე, მაშინაც, როცა გვინდა მეტი თავისუფალი სამყაროსგან. ჩვენს ეროვნულ ინტერესშია, გვქონდეს სახელმწიფო, რომელიც არ არის ინფილტრირებული მტრების ინფრასტრუქტურით, როგორიც არის რუსეთი და აიათოლების ირანი, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს. ჩვენს ინტერესშია სახელმწიფო, სადაც მოქალაქეებს და არა ერთ ადამიანს აქვს ძალა, იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია, არა მარტო საკუთარ გუნდის წევრებს, მთელ ქვეყანას ექცეოდეს როგორც ცუდი პატრონი საკუთარი შინაური ცხოველების მიმართ. ჩვენს ინტერესშია, გვქონდეს რესპუბლიკა, სადაც მოქალაქეებს აქვთ საშუალება, საკუთარი შრომით მოიპოვონ უსაფრთხოება და ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ. ეს არის ჩვენი ამოცანა და თავისუფალი სამყარო არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებოდნენ. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: ბადრი ჯაფარიძე („ლელო – ძლიერი საქართველო), ირაკლი ფავლენიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“), გიგა ბოკერია („ფედერალისტები“), ნიკა გვარამია („კოალიცია ცვლილებებისთვის“).

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სახალხო დამცველის აპარატი უარყოფს, რომ დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე რეაგირება დაგვიანებით მოახდინეს
  • სამეგრელოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა – რა კადრები ვრცელდება ადგილიდან
  • “რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ უცხოელ ხელმძღვანელებს მათსავე რეზიდენციებში ეახლნენ, რათა დირექტივები მიიღონ…”- დავით ჩიხელიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge