Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სარჩელი მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს – TI პარტიების აკრძალვაზე

October 20, 2026
სარჩელი მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს – TI პარტიების აკრძალვაზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სხდომების ჩანიშვნას გამოეხმაურა.

“ასეთი სისწრაფე, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა და მის მიერ მიღებული ბოლო წლების გადაწყვეტილებები, მათ შორის, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხზე, რუსულ კანონზე, პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე და სხვა, ფაქტიურად არ ტოვებს არავითარ ეჭვს, რომ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს.

სარჩელში მითითებული პარტიების აკრძალვა ნიშნავს ფაქტიურად მთელი პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევანს აღარ დაუტოვებს ქვეყნის ელექტორატის დაახლოებით 40%-ს, რომელმაც, თუნდაც რეჟიმის ცესკოს შედეგებით თუ ვისმჯელებთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა აკრძალვას ქვემდებარე პარტიებს მისცა. ასეთი არჩევანის მოსპობა ნიშნავს პოლიტიკური პლურალიზმის დასრულებას, მეტიც, საარჩევნო დემოკრატიის დასრულებასაც”. – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, სარჩელი მტკიცებულებით საფუძველს მოკლებულია.

“საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას უშვებს კონკრეტული, ამომწურავად ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ანდა ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზნის ქონა; ომის ან ძალადობის პროპაგანდა; ეროვნული, ეთნიკური, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივება.

პარტიის აკრძალვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა კონსტიტუციურად გამართლებული, თუ მოსარჩელეები დაამტკიცებდნენ, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიები ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მიზანს ემსახურებიან ან აღწერილ რომელიმე ქმედებაში არიან ჩაბმულნი.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციური სარჩელი მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მას თან ერთვის, არის ე.წ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის („წულუკიანის კომისია“) დასკვნა, კომისიისა, რომელიც კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით შეიქმნა, რომლის მანდატი შორს სცილდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ჩარჩოებს და, რომელიც ძირითადად საეჭვო მოწმეების ჩვენებების საფუძველზე გაკეთებული სპეკულაციებისა და ვარაუდებისგან შედგება.

სარჩელში დეტალურადაა აღწერილი 2016, 2018, 2020, 2021 და 2024 წლების არჩევნების შემდეგ ცალკეული პარტიების მხრიდან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის უარყოფა, პარლამენტის ან სხვა არჩეული ორგანოების ბოიკოტი, მანდატებზე უარის თქმა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა. ამავე კონტექსტში განხილულია 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა და მისი დეკლარირებული პოლიტიკური პრინციპები.

ეს გარემოებები საერთოდ არ წარმოადგენს პარტიის აკრძალვის საფუძველს, რადგან კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში ხელისუფლების ან არჩევნების „ლეგიტიმურობის არცნობა“ პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლად არ არის მითითებული. ვერც ამგვარი არცნობის ლოგიკურად დაკავშირებაა შესაძლებელი მითითებულ ნორმაში ჩამოთვლილ რომელიმე აკრძალულ მიზანთან ან საქმიანობასთან.

არჩევნების შედეგების კრიტიკა, ბოიკოტი, მანდატების გამოუყენებლობა და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა პოლიტიკური გამოხატვისა და ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის გავრცელებული ფორმებია, რომლებიც სავსებით შეესაბამება გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების თავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპებს. მათი არაკონსტიტუციურ მიზანთან, კერძოდ, „კონსტიტუციური წყობილების დამხობასა ან ძალადობით შეცვლასთან“ გაიგივება შეუძლებელია”. – წერს TI.

ორგანიზაცია წერს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოში საარჩევნო დემოკრატია დასრულდება.

“კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვისთვის საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას და პარტიის აკრძალვისთვის აუცილებელ მტკიცების სტანდარტს.

სარჩელი არ შეიცავს იმ კონკრეტულ, სარწმუნო და საკმარის მტკიცებულებებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის უკიდურეს ზომას კონსტიტუციურად გაამართლებდა. სარჩელში აღწერილი მოვლენები, რომლებიც თავისთავად ცალმხრივად და სუბიექტურად არის შეფასებული, მართალიც რომ ყოფილიყო, საერთოდ არ ადასტურებს, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიები კონსტიტუციით პირდაპირ აკრძალულ რომელიმე მიზანს ემსახურებიან ან შესაბამის საქმიანობას ეწევიან.

მოსარჩელეები ვერ ამტკიცებენ ვერც ცალკეული პირების ქმედებების პარტიებისთვის შერაცხვის შესაძლებლობას და ვერც ამ ქმედებებსა და კონსტიტუციით გათვალისწინებულ აკრძალვის საფუძვლებს შორის აუცილებელ კავშირს”. – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს.

განიხილება სარჩელი პოლიტიკური პარტიების “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია-მელია-გირჩი-დროა”, “ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”, “პარტია ფედერალისტები”, “გახარია საქართველოსთვის” – საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში როდესაც კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს ასრულებს, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა და ამ პრობლემებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთ – ირაკლი ფავლენიშვილი
  • არაფერია მოულოდნელი, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, რა ხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით- გიგა ბოკერია
  • სარჩელი მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს – TI პარტიების აკრძალვაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge