2026 წლის მდგომარეობით, საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 1.887 მილიონი კაცია, ხოლო 2.053 მილიონი – ქალი.
ამის შესახებ ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი“, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქსტატის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3.930 მილიონს შეადგენდა. მათგან 1.881 მილიონი კაცი, ხოლო 2.049 მილიონი ქალი იყო.
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 წლის მოსახლეობაა. ამ ასაკობრივ კატეგორიაში 303.2 ათასი ადამიანი შედის. მეორე ადგილზე 10-14 წლის ასაკობრივი ჯგუფია, რომელშიც 289.3 ათასი ადამიანია გაერთიანებული, ხოლო მესამე ადგილზე 40-44 წლის მოსახლეობაა – 280.3 ათასი ადამიანი.
რაც შეეხება ყველაზე მცირერიცხოვან ასაკობრივ ჯგუფებს, 80-84 წლის ადამიანების რაოდენობა 60.8 ათასს შეადგენს, ხოლო 85 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობა 68.2 ათასია.
“ბიზნესპრესნიუსის“ ცნობით, საქართველოში მოსახლეობის ასაკობრივ განაწილება – ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფიდან ყველაზე მცირერიცხოვნამდე, ასეთია:
35-39 წლის – 303.2 ათასი ადამიანი;
10-14 წლის – 289.3 ათასი ადამიანი;
40-44 წლის – 280.3 ათასი ადამიანი;
15-19 წლის – 268.2 ათასი ადამიანი;
30-34 წლის – 267.2 ათასი ადამიანი;
65-69 წლის – 246.1 ათასი ადამიანი;
60-64 წლის -245.9 ათასი ადამიანი;
45-49 წლის – 244.8 ათასი ადამიანი;
20-24 წლის -223.5 ათასი ადამიანი;
50-54 წლის – 223.5 ათასი ადამიანი;
55-59 წლის – 209.8 ათასი ადამიანი;
70-74 წლის – 199.4 ათასი ადამიანი;
5-9 წლის – 256.9 ათასი ადამიანი;
1-4 წლის – 167.2 ათასი ადამიანი;
75-79 წლის -138.1 ათასი ადამიანი;
85+ წლის – 68.2 ათასი ადამიანი;
80-84 წლის – 60.8 ათასი ადამიანი;
1 წლამდე ასაკის – 36.9 ათასი ადამიანი.
