Monday, October 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მთავრობამ მარცხი განიცადა, ვერ შეძლო საპროტესტო მოძრაობის პოლიტიკური მოთხოვნების გათვალისწინება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა- საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი რაფაელ გლუქსმანი

October 19, 2026
მთავრობამ მარცხი განიცადა, ვერ შეძლო საპროტესტო მოძრაობის პოლიტიკური მოთხოვნების გათვალისწინება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა- საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი რაფაელ გლუქსმანი

საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და არეულობის ფონზე ევროპარლამენტარი, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია „პლას პუბლიკას“ კანდიდატი რაფაელ გლუქსმანი ქვეყნის მთავრობას კრიზისზე სათანადო პოლიტიკური რეაგირების უუნარობაში ადანაშაულებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას გლუქსმანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო როგორც საპროტესტო მოძრაობის პოლიტიკური მოთხოვნების გათვალისწინება, ისე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

„ამ მთავრობამ მარცხი განიცადა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ პოლიტიკურ მოძრაობას პოლიტიკური პასუხი არ გასცა და იმედი ჰქონდა, ვითარება თავისთავად განიმუხტებოდა. მეორე მხრივ, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ვერ შეძლო“, – განაცხადა გლუქსმანმა.

ევროპარლამენტარმა საფრანგეთის ხელისუფლებას უმოქმედობის დაძლევისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ყველა პოლიტიკურმა ძალამ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

გლუქსმანი ასევე გამოეხმაურა მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიებზე კომენდანტის საათის დაწესების შესახებ. მისი განცხადებით, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად ასეთი ზომების გამოყენება მისაღებია, თუ ისინი კონსტიტუციას შეესაბამება და შეზღუდული ხასიათისაა.

„ყველაფერი, რაც სამოქალაქო წესრიგის აღდგენას შეუწყობს ხელს, მისასალმებელია, თუ ეს ზომები შეზღუდულია და კონსტიტუციას შეესაბამება“, – თქვა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ განაცხადა, რომ 19 ოქტომბრის საღამოდან ქვეყნის ზოგიერთ ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი ნაწილობრივ ამოქმედდება. ხელისუფლება ამ გზით საპროტესტო აქციების დროს ძალადობისა და მაროდიორობის აღკვეთას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ 46 წლის რაფაელ გლუქსმანი საფრანგეთში 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ცენტრისტი მემარცხენეების კანდიდატი გახდება, მან ცენტრისტი მემარცხენეების პრაიმერიზში გაიმარჯვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აცრა იქნება აბსოლუტურად უფასოდ ხელმისაწვდომი ყველასთვის – მიხეილ სარჯველაძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე
  • ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” წევრები გააფრთხილა – ანი მიროტაძის შეფასება
  • ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევითია, ამის შესაძლებლობა მოგვცა პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს- კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge