Monday, October 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ამერიკელი მეცნიერების გამოგონება – ბაზარზე შესაძლოა, მანათობელი ტატუები გამოჩნდეს, რომლის ჩართვა-გამორთვაც იქნება შესაძლებელი

October 19, 2026
ამერიკელი მეცნიერების გამოგონება – ბაზარზე შესაძლოა, მანათობელი ტატუები გამოჩნდეს, რომლის ჩართვა-გამორთვაც იქნება შესაძლებელი

მეცნიერებმა ტატუს მელანი შექმნეს, რომლის განათებაც “ჩართვა-გამორთვით” არის შესაძლებელი. ტექნოლოგია, PhotoTat აშშ-ში, კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს, რომელიც საშუალებას იძლევა, ტატუმ ფერი შეიცვალოს ან, თითქმის, უხილავი გახდეს.

კვლევა ჟურნალ Matter & Light-ში გამოქვეყნდა.

გამოცემის შეფასებით, მომავალში ეს ტექნოლოგია შესაძლოა, არა მხოლოდ ტატუს მოყვარულთათვის, არამედ იმ პაციენტებისთვისაც გახდეს სასარგებლო, რომლებსაც კანზე სამედიცინო ნიშნები სჭირდებათ.

უნივერსიტეტის დოცენტი და კვლევის ხელმძღვანელი, კარსონ ბრუნსი აცხადებს, რომ „PhotoTat ერთგვარ ჩამრთველს ჰგავს,” რომელიც ტატუს ულტრაიისფერი სინათლით რთავს, ასევე, შესაძლებელია მისი გამორთვაც, როცა ადამიანი, მაგალითად, “ბებიასთან აპირებს წასვლას.“

ტექნოლოგია ფოტოქრომულ საღებარებზე არის დაფუძნებული. ეს არის ნივთიერება, რომელიც სინათლის კონკრეტული სიგრძის ტალღის ზემოქმედებისას ფერს იცვლის.

ჩვეულებრივი განათების პირობებში საღებავები პრაქტიკულად, უფეროა, მაგრამ 365 ნანომეტრის ტალღის სიგრძის ულტრაიისფერი სინათლის ზემოქმედებისას ისინი მდიდარ ელფერს იძენენ. პიგმენტების გასააქტიურებლად ან გასათიშად, დაახლოებით, ორიდან სამ წამამდე მკვეთრი სინათლე არის საკმარისი.

სამი საღებავი ლურჯ, მეწამულ და ყვითელ ფერებს წარმოქმნის. მათი სხვადასხვა პროპორციით შერევით მეცნიერებმა 16 განსხვავებული ფერისა და, მინიმუმ, 300 ელფერის მიღება შეძლეს. სურათები ულტრაიისფერი სინათლის მაშუქებელი ტრაფარეტებისა და ლაზერული პროექტორის გამოყენებით შეიქმნა, ხოლო ექსპერიმენტები სილიკონის მოდელებსა და ღორის კანის ნიმუშებზე ტარდებოდა. დამატებითი ზემოქმედების გარეშე პიგმენტები რამდენიმე საათის განმავლობაში თანდათან ქრება, ხოლო მკვეთრი ხილული სინათლე ამ პროცესს აჩქარებს, რის შედეგადაც სურათი უხილავი ხდება.

გამოგონებამ ადამიანზე საწყისი ტესტირება უკვე გაიარა. კერძოდ, ავტორმა, კარსონ ბრუნსმა PhotoTat-ის ტატუ ფერადი ქერცლის გამოსახულებით ფეხებზე გაიკეთა. მკვლევარების თქმით, 1.4–2.2 წლის შემდეგ საღებავები კვლავ რეაგირებდნენ სინათლეზე და საშუალებას იძლეოდნენ, სურათი შეცვლილიყო. მეცნიერებს რაიმე შესამჩნევი გაფერმკრთალება ან ცნობილი გვერდითი მოვლენები არ დაუფიქსირებიათ. თუმცა ერთი ადამიანის გამოცდილება არ იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ ტექნოლოგია ფართო საზოგადოებისთვის უსაფრთხოა.

მისი პოტენციური გამოყენება მედიცინასაც უკავშირდება. კერძოდ, სხივური თერაპიის დროს მცირე ზომის ტატუები ექიმებს ეხმარება, პაციენტის სხეულის სასურველ ნაწილზე გამოსხივება ყოველ ჯერზე ზუსტად მიმართონ. ასეთი ნიშნები კანზე შესაძლოა, მკურნალობის შემდეგაც კი დარჩეს. ისინი PhotoTat-ის საშუალებით პოტენციურად ხილული შესაძლოა, მხოლოდ სამედიცინო ვიზიტების დროს გახდეს. მკვლევარებმა, ასევე, ბიოფსიის ადგილის მარკერების შექმნის შესაძლებლობა აჩვენეს, რომლებიც თავს სინათლის ქვეშ ავლენენ.

თუმცა ტექნოლოგია ფართო გამოყენებისგან ჯერ კიდევ შორს არის. მაგალითად, მუქ კანზე სურათი ნაკლებად ჩანს, თუმცა ისინი ტესტირებული მოდელების ყველაზე მუქ კანზეც კი ხილული დარჩა. ამასთან, მზის სხივებს საღებავების გააქტიურება შეუძლიათ, ამიტომ ტატუს უხილავობის შესანარჩუნებლად შესაძლოა, ულტრაიისფრისგან დაცვა გახდეს საჭირო. ასევე, არსებობს ტექნიკური შეზღუდვები. კერძოდ, ლურჯი საღებავი მრავალჯერადი გადართვით თანდათან იშლება და დროთა განმავლობაში გამძლე მეწამულ ელფერს იძენს. მეცნიერებმა გადართვადი ლურჯი და თეთრი ფერები ჯერ ვერ შექმნეს.

ამის გარდა, მელნები ტოქსიკურობაზე, სისუფთავესა და სტერილურობაზე უნდა შემოწმდეს. ასევე, მათი წარმოება ტატუს ჩვეულებრივ პიგმენტებზე უფრო ძვირია.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მომავალში PhotoTat-ს ბაზარზე გამოუშვებენ, მაგრამ ამისათვის მათ საღებარების გამძლეობის გაუმჯობესება და საჭირო ცდების

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აცრა იქნება აბსოლუტურად უფასოდ ხელმისაწვდომი ყველასთვის – მიხეილ სარჯველაძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე
  • ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” წევრები გააფრთხილა – ანი მიროტაძის შეფასება
  • ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევითია, ამის შესაძლებლობა მოგვცა პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს- კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge