Monday, October 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ენგურჰესი“ 24-25 ივლისის ჩაბნელების მიზეზს ასახელებს

October 19, 2026
„ენგურჰესი“ 24-25 ივლისის ჩაბნელების მიზეზს ასახელებს

24-25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის დროს „ენგურჰესის“ ოთხი გენერატორის აგზნების სისტემებმა და ძაბვის რეგულატორებმა სათანადოდ ვერ იმუშავა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს, რომელიც კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიას მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილს ეყრდნობა.

29 სექტემბრით დათარიღებულ დოკუმენტში მებონია აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან კავშირის გაწყვეტისა და საქართველოს იზოლირებულ რეჟიმში გადასვლის შემდეგ განვითარებულმა ავარიებმა ტექნიკური ხარვეზები გამოავლინა.

„მიმდინარე წლის 24-25 ივლისის სასისტემო ავარიებმა, რომელიც განვითარდა საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში გადასვლის დროს და რასაც მოჰყვა ენერგოსისტემის მთლიანი ჩაქრობა, აჩვენა, რომ N1, 3, 4 და 5 გენერატორების აგზნების სისტემები და ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებენ სასისტემო ავარიების დროს განვითარებულ პროცესებზე“, — ნათქვამია ლევან მებონიას წერილში.

კომპანია საჭიროდ მიიჩნევს მოძველებული მართვისა და კონტროლის სისტემების თანამედროვე ციფრული მოწყობილობებით ჩანაცვლებას. ამ მიზნით „ენგურჰესმა“ 16 ოქტომბერს გერმანულ კომპანია Voith Hydro-სთან 560 ათასი ევროს ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვამ თბილისის მეტროს, რკინიგზისა და წყალმომარაგების მუშაობა შეაფერხა. სემეკის წინასწარი შეფასებით, ავარიების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შესაძლოა „ენგურჰესის“ ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემის არასწორი მუშაობა ყოფილიყო. მარეგულირებელმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარვეზები ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში გამოვლინდა.

25 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. ელექტროენერგიის მორიგი მასშტაბური გათიშვა 5 აგვისტოსაც მოხდა, როდესაც „ენგურჰესის“ აგრეგატებზე ტესტირება მიმდინარეობდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მთავრობამ მარცხი განიცადა, ვერ შეძლო საპროტესტო მოძრაობის პოლიტიკური მოთხოვნების გათვალისწინება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა- საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი რაფაელ გლუქსმანი
  • ამერიკელი მეცნიერების გამოგონება – ბაზარზე შესაძლოა, მანათობელი ტატუები გამოჩნდეს, რომლის ჩართვა-გამორთვაც იქნება შესაძლებელი
  • წელს აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარი რუსეთიდან 8.5 მლნ ადამიანმა გადაკვეთა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge