პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის ცოლის და, ადვოკატი ნათია თამაზაშვილი ამბობს, რომ მას “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადება არ მოუსმენია, სადაც ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი თანაგუნდელების დაპატიმრების შესახებ “წუხილი” გამოთქვა.
ნათია თამაზაშვილის თქმით, ოჯახმა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ იცის.
მისივე განცხადებით, ღარიბაშვილი საპროცესო შეთანხმებაზე ან შეწყალების მოთხოვნასთან დაკავშირებით არ მსჯელობს და შესაბამისად საქმე ამ მიმართულებით არ მიდის.
“სიმართლე გითხრათ [ირაკლი კობახიძის განცხადება] არ მომისმენია და ვერ გავაკეთებ შეფასებას. [ბიძინს ივანიშვილის პოზიცია] არ მომისმენია და არ მიყურებია, ვერ გეტყვით. [საპროცესოსოთან დაკავშირებით მსჯელოვა] არ დაგვიწყია. [შეწყალებას ხომ არ ითხოვს ღარიბაშვილი? – ჟურნალისტი] ამ მიმართულებითაც არ გვქონია არანაირი, ასე ვთქვათ, მსჯელობა და ვერაფერს ვერ დაგიზუსტებთ და ვერაფერს ვერ გეტყვით”- თქვა თამაზაშვილმა.
