„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას! – ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! – ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.
მათივე განცხადებით, მედიის თავისუფლება დემოკრატიის მთავარი საყრდენია.
„დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და კრიტიკულ მედიაზე განხორციელებული წნეხი, დევნა და სამართლებრივი მანიპულაციები სწორედ იმ ავტორიტარული სისტემის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობასა და საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად.
ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო.
მედიის თავისუფლება დემოკრატიის მთავარი საყრდენია. სოლიდარობა ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, სიმართლის სამსახურში რჩება!“- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
