Monday, October 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ეს ქართული სახელმწიფოებრიობის დაკრძალვის მცდელობაა…”- გიორგი კაპანაძე

October 19, 2026
“ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ეს ქართული სახელმწიფოებრიობის დაკრძალვის მცდელობაა…”- გიორგი კაპანაძე

„ქართული ოცნება“ ცდილობს შეუერთდეს იმ სასტიკ დიქტატორებს და რეჟიმებს, რომლებმაც ოპოზიციური პარტიები აკრძალეს. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის დაკრძალვის მცდელობის პროცესი. ეს არის კრემლში დაწერილი ანტიქართული სცენარი, რომელიც თუ არ შევეწინააღმდეგებით, აფხაზეთის აღიარებით დასრულდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ დღეს გააუქმებენ ოპოზიციურ პარტიებს, ხვალ გააუქმებენ თითოეული მოქალაქის მომავალს პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.

„თუ დღეს აკრძალავენ ოპოზიციას და დააკანონებენ კრემლში დაწერილ სცენარს, ხვალ აკრძალავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დააკანონებენ სამაჩაბლოს ანექსიას.

აკრძალავენ ილიას იდეებს და დააკანონებენ ფილიპე მახარაძის იდეებს. აკრძალავენ ანწუხელიძეს და დააკანონებენ სერგო ორჯონიკიძეს. აკრძალავენ გმირობას და დააკანონებენ ღალატს.

ეს გზა ერთხელ უკვე გავიარეთ, როდესაც მოღალატე ქართველების აქტიური მოქმედებებით გაგვიუქმეს დამოუკიდებლობა, წაგვართვეს ავტოკეფალია, დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს დისიდენტები, პოლიტიკოსები, მწერლები, პატრიოტები. აკრძალეს პატრიოტული ორგანიზაციები.

ახლაც იგივე წრეზე გვაბრუნებენ. დაიწყეს ევროპული გზის ჩახერგვით, აგრძელებენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვით და მათი მიზანია, დაასრულონ ქართული ტერიტორიების გასხვისებით.

და თუ თვლით, რომ პოლიტიკა თქვენ არ გეხებათ ან პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოთ, რეჟიმი უკვე შეგეხოთ თქვენ და ჩაერია თქვენ ცხოვრებაში, წაგართვათ კონსტიტუციური უფლებები და ახლა გიუქმებენ მომავალს.

ამიტომ, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი შვილების დღევანდელი და ხვალინდელი დღე, გადამწყვეტია პროტესტში მონაწილეობა.

მიზანია ერთად ერი, პოზიტიური პოლიტიკური ცვლილებებისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად“,- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ცნობისთვის: საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის კრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 21 ოქტომბერს იწყებს. მოსარჩელე მხარე „ქართული ოცნებაა’.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 19:00 საათამდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • ადვოკატი სვამს კითხვას, რატომ არ დაიწყო გამოძიება იმ წერილზე, სადაც ღარიბაშვილი ხელს მდინარაძეს ადებდა
  • იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9.2 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge