Monday, October 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„დიფ სთეითის“ მიზანია ევროპის ეკონომიკურად ჩამოშლა, მისი ომში რაიმე ფორმით ჩათრევა და ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრება- ზაზა შათირიშვილი

October 19, 2026
„დიფ სთეითის“ მიზანია ევროპის ეკონომიკურად ჩამოშლა, მისი ომში რაიმე ფორმით ჩათრევა და ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრება- ზაზა შათირიშვილი

„ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა“, – ეს ლოზუნგი ჯორჯ ორუელისეულ „ორაზროვნების“ ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც სამი ტოტალიტარული სახელმწიფოდან ერთ-ერთის, „ოკეანიის“ მთავრობა და მმართველი პარტია საზოგადოების მართვისთვის იყენებს, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.

შათირიშვილის თქმით, აღნიშნული პრინციპი აიძულებს ადამიანებს, დაიჯერონ ერთი შეხედვით ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ისე, რომ ეჭვიც არ გაუჩნდეთ.

„ბუნებრივია, ამგვარ სამყაროში ასეთი გარემოს შესაქმნელად კონკრეტული მექანიზმებიც არსებობს, რომელიც მუდმივ პროპაგანდასა და წარსულის ყოველდღიურ გადაწერაში აისახება, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. „ოკეანიაში“ „აზრის პოლიცია“ ადამიანებს არასწორი ფიქრებისა და სახელმწიფოს მიერ ჭეშმარიტებად გამოცხადებული ნარატივის შესახებ ოდნავი ეჭვის გაჩენისთვისაც კი სჯის. საბოლოოდ პარტია საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტზე ტოტალურ კონტროლს აწესებს და ასე, ამ არაადამიანური ფორმით ინარჩუნებს აბსოლუტურ ძალაუფლებას.

კიდევ ერთი დისტოპიური რომანი ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო“, რომელიც ასევე ტოტალიტარულ სამყაროზე გვიყვება, რომელშიც ადამიანები ინკუბატორებში იბადებიან და დაბადებისთანავე კონკრეტული კასტის წარმომადგენლები ხდებიან. აკრძალულია ემოციები, მონოგამიური ურთიერთობები, ოჯახის შექმნაზე ფიქრი და სიყვარული დრომოჭმულ მოვლენად, ერთგვარ ჩამორჩენილობად ითვლება და სხვებისგან გარიყვას განაპირობებს. ამგვარ მოცემულობაში, სადაც მეცნიერება და ტექნოლოგიები ტოტალური კონტროლის საშუალებებად იქცა, მთავარი ღირებულება მუდმივი გართობა და ზედაპირული სიამოვნების მიღებაა, ყველაფერი ყველას ეკუთვნის, ინდივიდუალიზმი ქრება, სტრესის გასამკლავებლად კი სახელმწიფოს მიერ ლეგალურად დაშვებული ნარკოტიკული საშუალება გამოიყენება, რომელიც სევდას აქრობს და ხელოვნურად ბედნიერების ილუზიას ქმნის.

„1984“-სა და „საოცარ ახალ სამყაროზე“ საუბარი უსასრულოდ შეიძლება, მით უმეტეს, რომ ორივე მათგანი ერთგვარ გაფრთხილებად და წინასწარმეტყველებად ითვლება, თუ საით შეიძლება განვითარდეს კაცობრიობის მომავალი. ორივე მათგანში აღწერილია საზოგადოება, სადაც ინდივიდუალიზმი, ფაქტობრივად განადგურებულია, წაშლილია წარსული და ისტორია, მართვის სადავეების შენარჩუნებისთვის მიმდინარეობს ტოტალური კონტროლი, აზროვნება კი შეზღუდულია. ამის მიუხედავად, მკაფიოდ ჩანს კონკრეტული განმასხვავებლებიც. მაგალითად, თუ ერთ შემთხვევაში კონტროლის მექანიზმად გართობა და სიამოვნება გამოიყენება, ორუელი ისეთ მოცემულობას აღწერს, სადაც სისტემა ადამიანებს შიშით და ძალადობით მართავს. “საოცარ ახალ სამყაროში” სიმართლეს, რომელიც არავის აინტერესებს, არავინ მალავს, თუმცა ის კარგად არის ჩამარხული უსარგებლო ინფორმაციის მიღმა, „1984“-ში კი ყველანაირი ინფორმაცია მკაცრ ცენზურას ექვემდებარება. ამის გარდა ორუელისეულ რეალობაში სახელმწიფო მუდმივად ნეგატიურ ემოციებს – შიშს, ზიზღსა და სიძულვილს ნერგავს, ბავშვებს ჯაშუშებად ზრდის და საკუთარი მშობლების დაბეზღებას ასწავლის, ჰაქსლისეულ დისტოპიაში კი, ძლიერი ემოციები, ფაქტობრივად, აკრძალულია, მოსახლეობა ხელოვნურად შექმნილ კმაყოფილებას განიცდის, ოჯახური ურთიერთობები კი აღარ არსებობს, ბავშვები ლაბორატორიებში იბადებიან, მშობლის ცნება კი წარსულის სამარცხვინო მხარედ მიიჩნევა.

რამდენად ახდა ამ ორი წიგნის გამოცემიდან ათწლეულების შემდეგ მათი ავტორების გაფრთხილება, ამაზე გადაჭრით საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა, კონკრეტული ელემენტები და კომპონენტები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, დღეს აშკარად იკვეთება იმ გლობალური ოლიგარქიული ძალების მეთოდებში, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მმართველებზე პირდაპირი გავლენით სარგებლობენ. ფაქტობრივად, თავად მართავენ საერთაშორისო მედიასივრცეს და ხელი უდიდეს ეკონომიკურ რესურსებზე მიუწვდებათ. დღევანდელ ე.წ. დასავლურ „მეინსტრიმულ“ მედიას თუ დავუკვირდებით, მარტივი დასანახია, რომ ცენზურას ექვემდებარება კონსერვატიული, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაზე ორიენტირებული მოსაზრება, პარალელურად კი უამრავი უსარგებლო ინფორმაციის მიღმა, მართლაც შინაარსობრივი საკითხები ისეა მიჩქმალული, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანის აზრი მიიპყროს. ამავდროულად, მუდმივად თვალს ვადევნებთ „ფსევდოლიბერალური“ იდეოლოგიისა და გაუკუღმართებული ღირებულებების თავს მოხვევის გამუდმებულ მცდელობას, მედიაში წახალისებული ისეთი მოსაზრებები, რომელიც თავისუფალი ურთიერთობების დადებით მხარეებსა და ოჯახური ღირებულებების დაკნინებისკენ არის მიმართული, პარალელურად კი, კონკრეტული, ხელოვნურად ბედნიერების გამომწვევი სუბსტანციების გავრცელება უკონტროლო ხდება. რამდენიც უნდა ვისაუბროთ, რომ სახელმწიფოები, მცირე გამონაკლისების გარდა, მათ ლეგალიზაციაზე უარს აცხადებენ.

დღევანდელ დასავლურ სამყაროში, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპაში, არ არსებობს დიდი ქალაქი, სადაც, სურვილის ქონის შემთხვევაში, ადამიანი არალეგალური ნივთიერების შეძენას ვერ მოახერხებს. ამ ყველაფრის მიზანი კი ღირებულებებისგან დაცლილი, ზედაპირული სიამოვნების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული ერთგვაროვანი მასის ჩამოყალიბებაა, რომელიც უსიტყვო მორჩილებაში მყოფი, ყველაზე მარტივი საკონტროლებელი იქნება, პარალელურად კი შეასრულებს ყველაფერს, რასაც მმართველი ელიტა გადაწყვეტს.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობაში, არათუ რეალური არჩევნები იმართება, არამედ არჩევნების ილუზიაა შექმნილი, როდესაც ერთი შეხედვით განსხვავებული იდეოლოგიის და პროგრამების მქონე პარტიები, სინამდვილეში, ტექნოკრატი, ოლიგარქიული გავლენების მორჩილი პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული. სწორედ ამის შედეგია, რომ გამუდმებით იცვლებიან პრემიერ – მინისტრები, იშლებიან და ერთიანდებიან კოალიციები, ქვეყნების სათავეში იცვლებიან პარტიები, თუმცა, უკეთესობისკენ არაფერი იცვლება, რადგანაც, თითოეული მათგანია რა საკუთარ მოსახლეობას, არამედ გლობალურ გავლენიან ძალებს ემსახურებიან.

კიდევ ერთხელ განვმეორდები – „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი ევროპის ეკონომიკურად ჩამოშლა, მისი ომში რაიმე ფორმით ჩათრევა, შემდეგ გლობალური კორპორაციების საშუალებით კონტინენტის „გადარჩენა“, ამის შემდეგ ოლიგარქიული მმართველობის პირდაპირ, საზოგადოების მოთხოვნით დამკვიდრება, ამ პროცესში კი ინსტრუმენტად კორპორაციული ლოგიკის გამოყენებაა. ასეთ პირობებში კი მათ სჭირდებათ, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო, ორგანიზაცია და ხელისუფლება დაიქვემდებარონ. ხოლო თუკი ვინმე გაბედავს, მათ წინააღმდეგობას გაუწევს და საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვაზე იზრუნებს, მაშინვე რომელიმე იმ ქვეყნის აგენტის იარლიყს მიაწებებენ, რომელიც საჯარო კომუნიკაციაში, „დიფ სთეითის“ მორჩილი ქვეყნების მტრად აღიქმება და ნებისმიერ მანკიერებას, რასაც პოლიტიკურ პროცესში შეიძლება ჰქონდეს ადგილი, აღნიშნული სახელმწიფოს ექსკლუზივად გამოაცხადებენ, პარალელურად კი დააბრალებენ ყველაფერს, რასაც თავად სჩადიან“, – აღნიშნავს ზაზა შათირიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვახო სანაიას 30 დღით პატიმრობა შეეფარდა
  • ვახო სანაიას 30 დღით პატიმრობა შეეფარდა- შსს
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს – ბრალდებული პროცესს არ ესწრება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge