გორის მუნიციპალიტეტში, ვენახში, 7 წლის ბავშვი დაშავდა. დაშავებული გოგონა გუშინ ,,გორმედის” კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მალევე თბილისში ბავშვთა საავადმყოფოში გაგზავნეს. ამის შესახებ „ქართლის ამბები“ წერს.
,,ვინაიდან ჩვენთან არ გვაქვს ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება, მდგომარეობიდან გამომდინარე თბილისში გადავიყვანეთ”- გვითხრა ,,გორმედის” კლინიკურმა დირექტორმა.
ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. წინასწარი ინფორმაციით, ის ვენახში მბრუნავ აპარატს შეეხო, რომელიც დამონტაჟებული იყო ტრაქტორზე.
შსს-ს ცნობით, გამიძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
