გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე, 19 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კონკრეტული გრაფიკისა და მისამართების შესახებ ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
