Sunday, October 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მდინარაძის მიმართ ივანიშვილს აქვს ძალიან სერიოზული აგრესია” – რას აცხადებს ეკა ბესელია

October 18, 2026
“გამოჩნდა, რომ რამდენიმე პოლიციელს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი” – ეკა ბესელია მილორავას დაკავების კადრებზე

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა მმართველი გუნდის სხდომაში შიდა კრიზისს უკავშირდება და შეხვედრას უახლოეს პერიოდში კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვება.

ბესელიას შეფასებით, ივანიშვილი მსგავს შეხვედრებში მონაწილეობას, როგორც წესი, ერიდება, თუ მისი ჩარევა აუცილებელი არ არის. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადებები წინასწარ იყო შეთანხმებული და შეხვედრის რეალურ მიზანს არ ასახავდა.

ბესელია ასევე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილთან კობახიძის დაპირისპირებასა და მამუკა მდინარაძის მიმართ ივანიშვილის დამოკიდებულებაზეც.

“რა თქმა უნდა, ეს არ იყო ის, რაც ითქვა სხდომაზე. ითქვა კობახიძის მხრიდან შეთანხმებული ფრაზები, ძალიან ნეიტრალური. მისი საუბრიდან ძალიან კარგად იკითხებოდა, რომ მხოლოდ ამისთვის არ ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი იმ შევედრას და რისთვისაც ესწრებოდა, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება გადაწყვეტილებებში, იმიტომ, რომ ამ შეხვედრას, მე ასეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც გადაწყვეტილებები მოჰყვება. შიდა რთული კრიზისული პრობლემები თუ იმ ხარისხის არ არის, რომ მისი ჩარევა იყოს აუცილებელი, როგორც წესი, ის ერიდება ასეთ სხდომებში მონაწილეობას.

სხვათაშორის, ეს სიტყვა “წუხს” არ იყო შემთხვევით ნათქვამი, ეს სიტყვა იყო ზუსტად შეთანხმებული, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილთან. კობახიძე იტყოდა უფრო ხისტად ღარიბაშვილის თემაზე, იმიტომ, რომ ეს მისი დაპირისპირებაა და მისი კონფლიქტია ღარიბაშვილთან და მას სახეზეც ეტყობა ხოლმე, როგორი აგრესია აქვს, როდესაც ღარიბაშვილზე საუბრობს.

მდინარაძის მიმართ ივანიშვილს აქვს ძალიან სერიოზული აგრესია. რა მეთოდებსაც თვითონ მდინარაძე იყენებდა თავისი მოწინააღმდეგების მიმართ, ზუსტად იმ მეთოდებს იყენებენ ახლა მდინარაძის მიმართ. ეს არის ბუმერანგის პრინციპი.

დავაკვირდეთ, რატომ შეიყვანა ზურა პატარიძე პოლიტსაბჭოში, ესეც არის ალბათ საინტერესო მომენტი” – ამბობს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რო გუშინ 17 ოქტომბერს “ქართული ოცნების” პოლიტსაჭოს და უმრავლესობის სხდომები გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

სხდომის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და ყოფილ თანაგუნდელზე, მამუკა მდინარაძეზეც ისაუბრა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ივანიშვილს გული სტკივა და წუხს მისი გუნდის ყოფილი წევრების ციხეში ყოფნაზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მდინარაძის მიმართ ივანიშვილს აქვს ძალიან სერიოზული აგრესია” – რას აცხადებს ეკა ბესელია
  • მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუში მიიღებს მონაწილეობას
  • “რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს,რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის“ – შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge