Sunday, October 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ” – ირაკლი კირცხალია

October 18, 2026
„ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი პირველ ოქტომბერს არ დაწყებულა, მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება-ირაკლი კირცხალია

კონსტიტუციური სარჩელის განხილვამდე სამი დღე რჩება. 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე 21 ოქტომბრიდან – 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს.

მტკიცებულებათა ნუსხით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკუთარ პოზიციას მოპასუხე, ისევ გაურკვეველია.

ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება შემადგენლობაზეც. გზები გაყოფილია – “ლელო”, “ნაციონალური მოძრაობა” და გვარამიას “ახალი” დარბაზში იქნებიან, ჩერგოლეიშვილის “ფედერალისტები” დარბაზთან ახლოს, თუმცა ქუჩაში, გიორგი გახარიას პარტია კი ისევ ფიქრობს.

კონკრეტულ მტკიცებულებებს, ფაქტებსა და საგამოძიებო კომისიის 460 გვერდიან დასკვნას წარუდგენს მოსამართლეთა კოლეგიას უმრავლესობა და მოითხოვს, შეფასდეს, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს 5 პოლიტიკური ძალის ქმედებები ბოლო წლების განმავლობაში.

რევოლუციის არაერთი მცდელობა, დესტრუქცია, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება და სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული თავდასხმა – ამ მთავარი საკითხების გათვალისწინებით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დაუმტკიცებს, რომ აღნიშნული ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საინტერესოა რა არგუმენტით შეძლებენ მათი ოპონენტები სასამართლო სხდომაზე თავის დაცვას.

“პასუხისმგებლიანმა გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ – გავწმინდოთ პოლიტიკური სივრცე იმ აგენტურისგან, რომელთაც ძალიან კარგად დაარქვა საზოგადოებამ თავისი სახელი და ვერცერთ ნომერს და ფერს ისინი ვერ ამოეფარებიან.

დაიწყება განხილვები. ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია რას ამბობს ეს აგენტურა და მათი სექტის მიმდევრები. ჩვენთვის მთავარია რა განწყობაა ჩვენ ქვეყანაში, რა სჭირდება ქვეყანას კიდევ უფრო მკაფიო და წარმატებული წინსვლისთვის.

ძალიან საინტერესოა როგორ დაიცავს თავს ეს აგენტურა დარბაზში. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეს სხდომა პირდაპირ ეთერში. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს რა არგუმენტებს მოიყვანენ თავის დასაცავად. ძალიან რთულია აგენტმა რომ თავი დაიცვას იმ სარჩელის წინააღმდეგ, რომელიც დაფუძნებულია ფაქტებზე”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს,რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის“ – შალვა პაპუაშვილი
  • თბილისის საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის შესყიდვის ტენდერი 12-ჯერ ჩაიშალა
  • “გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ” – ირაკლი კირცხალია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge