Sunday, October 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, ასეც და ისეც გამოვდივართ გამარჯვებულები” – ირაკლი კობახიძე

October 17, 2026
თავდაცვის ბიუჯეტი მუდმივად იზრდება და ასეც გაგრძელდება, თავდაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი-ირაკლი კობახიძე

ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს, გამოვდივართ გამარჯვებული ყველა პოლიტიკური ორთაბრძოლიდან. გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, ასეც და ისეც გამოვდივართ გამარჯვებულები. ჩვენს წუხილზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ მედია გარემო უნდა გაჯანსაღდეს ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, საინფორმაციო გამოშვება უნდა აკმაყოფილებდეს ობიექტურობის სტანდარტს და აღნიშნული რეგულაციის აღსრულება ამ დრომდე არ ხდებოდა.

„კონტექსტია მნიშვნელოვანი, რა კონტექსტშია სიტყვა „რეჟიმი“ გამოყენებული. მე დეტალებში ვერ შევალ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს არეგულირებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. ობიექტურობის სტანდარტები საქართველოში მოქმედებს უკვე მრავალი წელია, უბრალოდ, ეფექტური არ იყო შესაბამისი ნორმები, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა აღსრულების მექანიზმი. თავისთავად, საინფორმაციო გამოშვებაში, განსხვავებით საავტორო გადაცემისგან, რომ უნდა იყოს დაცული ნეიტრალიტეტის პრინციპი, ეს არახალია. წლების განმავლობაში მოქმედებდა ეს ნორმები ჩვენს კანონმდებლობაში, ისევე როგორც მოქმედებს ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში, თუმცა მათი აღსრულება არ იყო უზრუნველყოფილი.

დღეს არის უზრუნველყოფილი ამ ნორმების აღსრულება ობიექტურობის სტანდარტებიდან გამომდინარე. თქვენ თუ ობიექტურობის სტანდარტებს უპირისპირდებით კონკრეტული ტერმინების გამოყენებით, ამ შემთხვევაში ამ ტერმინებს ვერ გამოიყენებთ. შეწუხებაზე კი არ არის, ზოგადად მედია უნდა იყოს ობიექტური. შეიძლება საავტორო გადაცემებში საკუთარი სუბიექტური მოსაზრება გამოთქვას ჟურნალისტმა, მაგრამ მაგალითად, როდესაც საინფორმაციო გამოშვება გადის ეთერში, ეს გამოშვება უნდა აკმაყოფილებდეს ობიექტურობის სტანდარტებს. ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს, გამოვდივართ გამარჯვებული ყველა პოლიტიკური ორთაბრძოლიდან. გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, ასეც და ისეც გამოვდივართ გამარჯვებულები. ჩვენს წუხილზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ მედია გარემო უნდა გაჯანსაღდეს ჩვენს ქვეყანაში“.- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, “კომუნიკაციების კომისიის” მიერ მედიისთვის აკრძალულად 93 სიტყვა და ფრაზაა გამოვლენილი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ შორისაა „ივანიშვილის პრემიერი“, „ოლიგარქი“, „სასამართლო კლანი“ და ასე შემდეგ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „წვიმა, ელჭექი, ქარი…“ – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
  • “გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, ასეც და ისეც გამოვდივართ გამარჯვებულები” – ირაკლი კობახიძე
  • “აბსოლუტურად ყველაფერზე გვქონდა ძალიან ჯანსაღი მსჯელობა” – ლევან მაჭავარიანი “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ სხდომებზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge