“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, გეკა გელაძე მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა, სამინისტროში არ ყოფილა.
“ტვ პირველმა” გაარკვია, რომ პოსტზე დანიშვნის შემდეგ გელაძემ შვებულება ითხოვა და უკან ჯერ არ დაბრუნებულა.
მათთვის მოწოდებული ინფორმაციით, გელაძე უცხოეთში იყო, თუმცა ის საქართველოში დაბრუნდა. გადაადგილდება პირადი მცველების გარეშე. არადა როგოც წესი, სუს-ის ყოფილ უფროსებს მინიმუმ ერთი წელი სახელმწიფო დაცვა ემსახურება.
14 სექტემბერს, ირაკლი კობახიძის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
ის სუს-ში გადასვლამდე შს მინისტრის პოსტს იკავებდა.
