ვინ ესწრება უმრავლესობის სხდომას – “ქართული ოცნების” პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ კადრები გაავრცელა.
უხმოდ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე სხდომაზე შედის, წინ მჯდომ დეპუტატებს ხელს ართმევს და სკამზე ჯდება.
კადრების თანახმად, უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილთან ერთად უძღვება ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კირცხალია.
სხდომას ესწრება პარლამენტის უმრავლესობა, ასევე მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, თეა წულუკიანი.
