Saturday, October 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კაწრო“ დაახლოებით, 30-ჯერ არის დაჯარიმებული 1500-2000 ლარით, ავტომანქანის მართვის მოწმობის გარეშე მართვის გამო – არც ერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი” – პროკურორი

October 17, 2026
“კაწრო“ დაახლოებით, 30-ჯერ არის დაჯარიმებული 1500-2000 ლარით, ავტომანქანის მართვის მოწმობის გარეშე მართვის გამო – არც ერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი” – პროკურორი

პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ხა­რე­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის: ვატო ყი­ფი­ა­ნის, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის, იგი­ვე “კაწ­რო­სა“ და შოთა ყი­ფი­ა­ნის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ასე­ვე ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი არ­სე­ბობს.

კერ­ძოდ, პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, რომ ვატო ყი­ფი­ა­ნის მხრი­დან არ­სე­ბობს ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის, მი­მალ­ვის და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის საფრ­თხე, ასე­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მისი პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლიც და მისი ნა­სა­მარ­თლო­ბა.

პრო­კუ­რო­რის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან, და­ზა­რა­ლე­ბულს მისი პო­ზი­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში გაჟ­ღე­რე­ბა შე­საძ­ლოა, გა­უ­ჭირ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვილს, იგი­ვე “კაწ­როს“, პრო­კუ­რო­რის თქმით, მისი მხრი­და­ნაც არ­სე­ბობს ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის, მი­მალ­ვის და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის საფრ­თხე.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ერთი იყო და სამი გა­უს­წორ­და ფი­ზი­კუ­რად. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, პრო­კუ­რო­რის თქმით, ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის, ის ფაქ­ტიც, რომ ის არა­ერ­თხე­ლაა ნა­სა­მარ­თლე­ვი, მათ შო­რის, ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბის ფაქ­ტზე.
“ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი, იგი­ვე “კაწ­რო“და­ახ­ლო­ე­ბით, 30-ჯერ არის და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი 1500-2000 ლა­რით, ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე მარ­თვის გამო. მას არც ერთი ჯა­რი­მა არ აქვს გა­დახ­დი­ლი და იძუ­ლე­ბი­თი აღ­სრუ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, – აცხა­დებს პრო­კუ­რო­რი.

პრო­კუ­რო­რი აცხა­დებს, რომ და­კა­ვე­ბულ შოთა ყი­ფი­ა­ნის მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის საფრ­თხე არ­სე­ბობს.

“ბრალ­დე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს შოთა ყო­ფი­ა­ნის პი­როვ­ნულ მა­ხა­სი­ა­თე­ბელს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბას, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს. შოთა ყი­ფი­ა­ნი წარ­სულ­ში არა­ერ­თხელ არის ნა­სა­მარ­თლე­ბი, მათ შო­რის, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის კუ­თხით. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ მის მი­მართ კი­დევ სხვა გა­ნა­ჩე­ნე­ბია დამ­დგა­რი, მათ შო­რის, გა­მო­ძალ­ვა­ზე, მუ­ქა­რა­ზე“, – გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, შოთა ყი­ფი­ან­მა ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ ჩა­ი­დი­ნა. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდებ­ლის თქმით, შოთა ყი­ფი­ა­ნის მხრი­დან მი­მალ­ვის საფრ­თხეც არის, ვი­ნა­ი­დან მას გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ ყოფ­ნის სას­ჯე­ლი გა­უ­ცო­ცხლდე­ბა, რის გა­მოც, შე­საძ­ლოა, მი­ი­მა­ლოს.

ცნო­ბის­თვის, ვატო ყი­ფი­ანს, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვილ­სა და შოთა ყი­ფი­ანს ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბას ედა­ვე­ბი­ან. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, ისი­ნი 14 ოქ­ტომ­ბერს, ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო და­ა­კა­ვეს, რა დრო­საც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და­ზა­რა­ლე­ბულს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის “ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ძა­ლა­დო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე და მამუკა მდინარაძეზე ისაუბრა
  • ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილმა გუნდთან ისაუბრა “რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით”
  • „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შეუერთდებიან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge